ლეონარდო დიკაპრიო ამჯერად ჯიჯი ჰადიდს ხვდება?- წყვილი ერთად დააფიქსირეს
2022, 15 სექტემბერი, 16:58
ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ერთად გადაიღეს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდეგ წვეულებაზე, რომანის შესახებ ჭორების შემდეგ: Daily Mail-ის ჟურნალისტებმა გადაიღეს წყვილი იმ მომენტში, როდესაც ისინი ერთად ისხდნენ, საუბრობდნენ და ასევე პერიოდულად ერთმანეთის ხელიც ეჭირათ. ინსაიდერმა ასევე განუცხადა Page Six-ს, რომ ლეონარდო დიკაპრიომ და ჯიჯი ჰადიდმა თავიანთი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.
სავარაუდო რომანზე საუბარი მსახიობის და კამილა მორონეს დაშორების შემდეგ დაიწყეს - ისინი ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჰოლივუდში უკვე იმის შესახებაც ხუმრობენ, რომ დიკაპრიოს 25 წელს ზევით გოგონები აღარ იზიდავს, მისი ცნობილი შეყვარებულებიდან არც ერთი არ ყოფილა ამ ასაკზე მეტის, კამილა კი სულ ახლახანს გახდა 25 წლის. ინტერნეტში უკვე ფართოდ განიხილავენ ახალ შესაძლო წყვილს:
“კარგი, მსახიობმა ასაკობრივი ზღვარი 27 წლამდე აიწია. ის ძალიან მოხუცი არ არის სუპერმოდელისთვის? ის ჯერ კიდევ 47 წლისაა და მხოლოდ ერთი ოსკარი აქვს."
დიკაპრიოს შესაძლო შეყვარებულებს შორის უკრაინელი მოდელი მარია ბერეგოვაც იყო, თუმცა ეს ჭორები არ დადასტურდა.