x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ვერ გამოიყენე ვერც მამაშენი, ვერც ჩვენი ოჯახი და რაც მთავარია, შენი ნიჭიერება“ - ქეთი კიკნაძე
image

.

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაცვლილ მეგობარს, მსახიობ მიშა გომიაშვილს ემშვიდობება. მსახიობის უდროოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქეთევან კიკნაძემ სოციალურ ქსელში პისტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

.


„მიშა! ძალიან დამწყვიტე გული, შენ ვერ გამოიყენე ვერც მამაშენი, ვერც ჩვენი ოჯახი და რაც მთავარია, შენი ნიჭიერება, რატომ, რატომ… ადრე იყო შენი წასვლა ამ ქვეყნიდან. შენგან შორს იყო ბოროტება, მხოლოდ სიკეთე მოდიოდა შენგან, სიკეთე და მზრუნველობა, თავდადება შენი პროფესიისადმი. ნათელი დაგადგეს ცათა სასუფეველში.“, – წერს მსახიობი ქეთევან კიკნაძე ფეისბუქზე.

.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს ერთ-ერთ კლინიკაში მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრების ავრცელებენ. უფრო კონკრეტულად, ტელეწამყვანი მარინა სალუქვაძე სოციალური ქსელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გომიაშვილი აღარ არის.

.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის უდროო გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.
.
ის 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ პოპულარულ ფილმსა თუ სერიალში აქვს მთავარი როლი ნათამაშევი. ერთერთ გამორჩეულ სახედ და ხმად რჩება ქართულ კინემატოგრაფიაში. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.

.
მიშა გომიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო).
მუშაობდა "მეტეხის თეატრში". 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია . თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი "საწვავი", რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე "მდგმურები", რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე "განდეგილი", რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი "მარატ-სად"-ის მიხედვით "დირექტორი აბაზანაში", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი "უბედურება" რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი "თოვლივით თეთრი თოვლი" რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი "მამა", რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ. .

მიშა გომიაშვილს მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
1
1108
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1108
  
2022, 15 სექტემბერი, 22:53
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1