x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133852
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ინდონეზიაში 60 წლის საბჭოთა "ზილები" დღემდე დადიან(ვიდეო)
image


ინდონეზიაში 1957 წლის მოდელის საბჭოთა სატვირთო მანქანები ЗИЛ-ММЗ-585 ეზიდებიან ქვებს და გრუნტს.



ასეთი ნაგავსაყრელი მანქანები მზადდებოდა 1965 წლამდე, ამიტომ ბოლოს გამოშვებული ეგზემპლარები ამჟამად სულ მცირე 57 წლისაა.


ინტერნეტში ერთდროულად გამოქვეყნდა ინდონეზიაში გადაღებული რამდენიმე ვიდეო. კადრებში აღბეჭდილია საბჭოთა ნაგავსაყრელის ЗИЛ-ММЗ-585 მძიმე სამუშაო.




ქარხნული, მონაცემებით ЗИЛ-ММЗ-585 სატვირთო მანქანები აღჭურვილი არის ბენზინის V6-ძრავით, რომლის სიმძლავრე მხოლოდ ასი ცხენის ძალაა.



თავად ავტომობილის წონა დაახლოებით ოთხი ტონაა და ნაგავსაყრელს 3500 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ას კილომეტრზე 30 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 65 კილომეტრია საათში.



Სსიძველის მიუხედავად, როგორც ჩანს ადგილობრივი მოსახლეობა მანქანების მახასიათებლებით კმაყოფილია. კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ზოგიერთი "ზილი" კვლავ კარგ მდგომარეობაშია. თუმცა დრომ მაინც არ დაინდო მანქანების უმეტესობა. ვიდეოში ჩანს, რომ სატვირთოები საკმაოდ შელახულია, ზოგს კარი აკლია, ზოგს მინა და ფარები, თუმცა ყოველ შემთხვევაში, იშვიათი საბჭოთა ტექნიკა ჯერ კიდევ მუშაობს და თავის საქმეს ისევ ასრულებს. თუნდაც მსოფლიოს მეორე მხარეს.

image


ზილის" ქარხანა ერთ-ერთი უძველესად ითვლება რუსეთში და საბჭოთა კავშირში, 1916 წელს ქვეყნის მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის იმპერიაში საავტომობილო მრეწველობის განვითარებას, გადაწყდა აშენებულიყო 6 ახალი საავტომობილო ქარხანა და მათ შორის იყო "Торговый дом Кузнецов, Рябушинские и К˚", რომელსაც უნდა დაემზადებინა სატვირთო ავტომობილები იტალიური FIAT 15 Ter-ის ბაზაზე, რევოლუციის შემდეგ 1918 წელს ქარხანას ეწოდა სააქციო საზოგადოება АМО, (შემდეგ ЗИС და ЗИЛ)ასე ჩაეყარა ავტომრეწველეობაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვან და მაღალტირაჟიან სატვირთო ავტომობილის წარმოებას საფუძველი.


2011 წლიდან ქარხანა კრიზისული მდგომარეობაში აღმოჩნდა, სააქციო საზოგადოება ეძებდა სპონსორებს, იყო მოლაპარაკება ჩინურ Sinotruk-თან, ჰოლანდიურ DAF Trucks და იტალიურ Fiat-თან, დროებით ამუშავდა კიდეც, თუმცა უშედეგოდ, 2016 წელს "ზილმა"საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.




1
571
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
571
  
2022, 15 სექტემბერი, 22:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1