x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ეს მართლა თქვა? შოკში ვარ.. იმედია, ჩემს ქმრამდე არ მივა ეს ამბავი თორემ..." - ვაშალომიძე დოროყაშვილზე

image


თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოწმის სახით ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი დაიკითხა. პროცესზე წარმოდგენილი იყო ასევე მის მიერ წარმოებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილთან საუბრისას ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს ნეგატიურ კონტექტსში იხსენიებს, კომენტარისთვის "პრაიმტაიმი" ფოტომოდელს პირადად დაუკავშირდა, რომელმაც დოროყაშვილის მიერ მისი საკმაოდ შეურაცხმყოფელი ეპითეტით შემკობა ამგვარად შეაფასა:


"ეს მართლა თქვა? შოკში ვარ, პირი დამრჩა ღია. მე ქმარი მყავს, ორი შვილი, ოჯახი მაქვს. ცილისწამების გამო ღირსია ვუჩივლო.


მე ამ გოგოსთან არანაირი შეხება არ მქონია, არც მის ქმართან. არც ერთს არ ვიცნობ, ინტერნეტსივრცეშიც კი არ მქონია არანაირი შეხება. ტელევიზიიდან ვიცი ინფორმაცია. როგორც ვატყობ ეს გოგო არაადეკვატურია, მე რა შუაში ვარ საერთოდ…


როგორ ბედავს, რომ ჩემს სახელს ახსენებს. ამ თემაზე გავივლი კონსულტაციას ჩემს ადვოკატთან, ქმარი მყავს სამი წელიწადია, ორი შვილი მყავს, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, არავის არ ვეხები. იმედია ჩემს ქმრამდე არ მივა ეს ამბავი, თორემ, მერე ნახოს, მაგ გოგომ რეალური ძალადობა რა არის", – განაცხადა ვაშალომიძემ.






0
1437
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1437