x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ღმერთო ჩემო, მამუკას საფლავზე 40 დღის შემდეგ ისევ ის ხდება" - უჩვეულო ფაქტი
image

.

მომღერალი გიორგი ბუშელაშვილი აქვეყნებს მამუკა ონაშვილის საფლავზე, მახათას მთის პანდეონში გადაღებულ ფოტოებს, სადაც მორიგი საოცარი შემთხვევაა აღბეჭდილი. ჩანს, რომ თეთრი ფერის ძაღლი, 40 დღის შემდეგაც ისევ იქ არის.

.


მომღერლის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა. მისი მეგობრები და ახლობლები მის საფლავზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებენ და კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მწუხარებას ცნობილი ქართველი მომღერლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

.

მკითხველს კარგად ახსოვს, რომ დაკრძალვის ღამესვე გავრცელდა ანალოგიური ფოტოები, როცა თეთრი ძაღლი მომღერლის საფლავზე იწვა და მას არ შორდებოდა. გაირკვა, რომ 40 დღის შემდეგაც იგივე უცვლელი სურათია და ძაღლი ისევ ერთგულად დარაჯობს საფლავს. ამ ფაქტის ახსნას ვერავინ ახერხებს.

.

image.

30 ივ­ლისს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. იგი ნა­ტახ­ტარ­თან ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც მძი­მედ და­შავ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც, ონაშ­ვი­ლი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა, გა­დაბ­რუნ­და. სა­ჭეს 22 წლის ბიჭი მარ­თავ­და, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

.

მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლის და, მა­ი­კო ონაშ­ვი­ლი ძმის შე­სა­ხებ ნანუკას შოუში ექსკლუზიურად სა­უბ­რობს და მის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვას იხ­სე­ნებს:

.

"დიდი სხვა­ო­ბა არ იყო გა­რეთ და შინ მყოფ მა­მუ­კას შო­რის. იყო თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, უსა­ზღვროდ კე­თი­ლი ყვე­ლას მი­მართ. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ახლა უფრო და­ვი­ნა­ხე, მგო­ნი თვი­თო­ნაც გა­უკ­ვირ­დე­ბო­და. ადა­მი­ა­ნი არ იყო, ვინც არ იტი­რა. მად­ლო­ბა ყვე­ლას ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ეტყო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვად ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი იყო. არა­სო­დეს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია თა­ვი­სი სა­ხე­ლი.

.

ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ბევ­რი რამ კი­დევ არ ვი­ცო­დით, რა­საც გა­რეთ აკე­თებ­და. ბოლო დროს სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან უჭირ­და. გიჟ­დე­ბო­და ისე უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და ამ­ბობ­და, სიმ­ღე­რა მე­ნატ­რე­ბაო. პან­დე­მი­ის დროს ყვე­ლა სახ­ლში ჩავ­ჯე­ქით, თან ორ­ჯერ კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა. შემ­დეგ კი და­ი­წყო გას­ვლა-გა­მოს­ვლა.


ჩვენ სულ ვმუ­შა­ობ­დით, 2011 წლი­დან 2019 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვით, მე მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. მო­ვი­ა­რეთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა, შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო და ბო­ლოს დეპ­რე­სი­ა­მაც შე­ი­პყრო. ამის მი­ზე­ზი იყო ის, რომ დაჯ­და სახ­ლში, მო­ეშ­ვა.

.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და რა­ღაც პა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რე­ბი - ქორ­წი­ლე­ბი, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი და ასე შემ­დეგ. კარ­გი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და. ახლა რომ ენა­ხა ხალ­ხის რე­აქ­ცია, რაც მოყ­ვა მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, და­ირ­ცხვენ­და და იტყო­და, არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბი­აო.

.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­გე­დი­ის დღეს, 4 მე­გო­ბა­რი წა­ვი­და საჭ­მე­ლად სა­ღა­მოს. დაწ­ვრი­ლე­ბით არც ვიცი, რა მოხ­და. არ ვიცი რა­ტომ გა­მო­ვიდ­ნენ რეს­ტორ­ნი­დან და რა მოხ­და იქ. თა­ვად სა­ჭეს­თან არ იჯდა. ამო­ა­ყი­რა­ვა იმ ბიჭ­მა მან­ქა­ნა. მე სულ იმას ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი ხოლ­მე, ღამე ნუ ჭამ­თქო და თურ­მე რით უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო. ალ­ბათ, ეს იყო მისი ბედი... ავა­რი­ის შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე, ბოლო წუ­თამ­დე საღ გო­ნე­ბა­ზე იყო და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­აფრ­თხი­ლა მე­გობ­რე­ბი, რომ დე­და­ჩემს და მა­ი­ას არ უთხრა­თო" - გა­ნა­ცხა­და მომ­ღერ­ლის დამ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში.

1
1050
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1050
  
2022, 14 სექტემბერი, 23:45
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1