x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რას მოგ­ვი­ტანს 2023 წელი?
image


მოვ­ლე­ნებს ცო­ტა­თი გა­ვუს­წროთ და ვნა­ხოთ, რას მოგ­ვი­ტანს 2023 წელი: პლა­ნე­ტე­ბის ვე­ნე­რა­სა და იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას გვპირ­დე­ბა, კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ნიშ­ნებს შე­იც­ვლი­ან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ო­დი... ეს და 2023 წლის სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი ერ­თად გან­ვი­ხი­ლოთ:


რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი


უკვე ყვე­ლამ იცის "რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის" შე­სა­ხებ. ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად თა­ვი­ანთ შეც­დო­მებს მას აბ­რა­ლე­ბენ. მერ­კუ­რი არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­და­ცე­მის, დო­კუ­მენ­ტე­ბის, გა­დად­გი­ლე­ბის, გო­ნე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა. წე­ლი­წად­ში სამ-ოთხჯერ ის რეტ­როგ­რა­დულ (უკან­მა­ვალ) სვლა­ში გა­და­დის. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის დროს არ შე­იძ­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, კომ­პი­ტე­რუ­ლი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის, გა­ჯე­ტე­ბის შე­ძე­ნა, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ეს არის დრო, როცა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­და­ა­კე­თოთ, გა­მო­ას­წო­როთ.


მერ­კუ­რი რეტ­როგრდუ­ლი იქ­ნე­ბა:


2022 წლის 29 დე­კემ­ბრი­დან 2023 წლის 18 იან­ვრის ჩათ­ვლით მერ­კუ­რი პირ­ველ რეტ­როგ­რა­დულ სვლას თხის რქის ნი­შან­ში გა­ივ­ლის. გა­იხ­სე­ნეთ საქ­მე­ე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ა­ტო­ვეთ. იყა­ვით მე­ტად დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი. ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოთ კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.


2023 წლის 21 აპ­რი­ლი­დან 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით მერ­კუ­რი მე­ო­რედ რეტ­როგ­რა­დუ­ლი კუ­როს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. თუ თხის რქა­ში ყოფ­ნის დროს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რეთ, კუ­რო­ში ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. კურო პრაქ­ტი­კუ­ლი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ნი­შა­ნია და მისი მბრძა­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უნდა მო­ე­რი­დოთ ფუ­ლის ფლან­გვას. თუმ­ცა, კომ­ფორ­ტის­კენ სწრაფ­ვა, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა და ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ. ამას­თან, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ყო­ფი­ლის­გან მი­ი­ღეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბას ან მას­ზე გა­ი­გებთ რა­მეს.


2023 წლის 23 აგ­ვის­ტო­დან 15 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მე­სა­მედ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში ქალ­წულ­ში გა­და­ვა. სა­მი­ვე - თხის რქა, კურო, ქალ­წუ­ლი - მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, კომ­ფორტზე. ამი­ტომ ამ სფე­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ. ამას­თან, ქალ­წუ­ლი არის დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, ლო­გი­კუ­რად მსჯე­ლობს. ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ უმ­ნიშ­ვნე­ლო მოვ­ლე­ბი­სად­მიც კი.


სტატიის კითხვა განაგრძეთ ბმულზე>>>

0
993
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
993
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0