x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვხალისობ იმ ხალხზე, ვინც ზედმიწევნით ერკვევა თუ სად, როგორ და რა დროს გამოიყენებს პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს" - ირაკლი ოქრუაშვილი

image
პოლიტიკოსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ისეთ ადამიანებზე ეცინება, რომლებიც ზედმიწევნით "ერკვევიან" სამხედრო საქმეში და ამ დროს ნორმალურად საკუთარი საქმეც კი არ ეხერხებათ:


"მაგრად ვხალისობ იმ ხალხზე, ვინც მთელი ცხოვრება ვაზს, ძროხას ან შეშის "ფეჩს" უყურებს და არც ვაზის მყნობა იცის, არც ძროხის მოწველა და არც "ფეჩის"ანთება, მაგრამ ზედმიწევნით ერკვევა თუ სად, როგორ და რა დროს გამოიყენებს პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ოღონდ, უფრო სახალისოა მათი სახის ყურება რომ ჰკითხავ ტაქტიკური როგორია."-წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
სამაგიეროდ ამ საკითხზე თავის მოსაზრება გამოთქვეს, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ საქმეში კარგად ერკვევიან.
აშშ-ს გადამდგარი გენერლის, კევინ რაიანის აზრით, პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ ის ძალიან სასოწარკვეთილი გახდება სამხედრო დანაკარგების ფონზე.
აშშ-ის არმიის გადამდგარი ბრიგადის გენერალი კევინ რაიანი, რომელიც მსახურობდა რუსეთში სამხედრო ატაშედ, თქვა, რომ პუტინი უკრაინის სწრაფი კონტრშეტევის ფონზე შესაძლოა ფიქრობდეს რაიმე დრამატულის გაკეთებაზე რუსული ჯარის დიდი ნაწილი დანებდა, რის გამოც ზოგიერთები იმედოვნებდნენ, რომ ომში გარდამტეხი წერტილი საბოლოოდ მიღწეულია.
"თუ დავუმატებთ შესაძლებლობას, რომ რუსულმა ძალები ამავე დროს დაკარგავენ ძნელად მოპოვებულ ტერიტორიებს, პუტინზე ზეწოლა რაიმე დრამატულის გასაკეთებლად, უზარმაზარი იქნება“.
რაიანის გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნატოს თავმჯდომარის ყოფილამ მოადგილემ როუზ გეტემიულერმა ასევე გამოთქვა შიში, რომ რუსეთის ლიდერი მზადაა გამოეყენოს ბირთვული იარაღი, რათა შეაშინოს უკრაინა და აიძულოს კიევი კაპიტულაცია გამოაცხადოს.
1
325
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
2022, 14 სექტემბერი, 23:50
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1