x
image
Lerato
ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით
imageimage

თუ ტროპიკულ არდადეგებს გეგმავთ, ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტია უჩვეულო ზღვის ნიჟარის ფორმის ვილა ისლა-მუხერესში, მექსიკა. სახელიდან გამომდინარე, სახლი ნამდვილად ისე გამოიყურება, როგორც გიგანტური ნიჟარა.

აღნიშნული ვილა დაპროექტებული და აშენებულია ედუარდო და რაკელ ოკამპოების მიერ, რომელიც ქირავდება $249 დღიურად. ამ ფასად (რომელიც შესაფერისია ოთხი სტუმრისთვის) მიიღებთ საოცარ ხედებს, საკუთარ აუზს და ამას დამატებული ტურისტულ სანახაობებს. სახლი რამდენიმე წუთის ფეხით სავალ მანძილზეა საუკეთესო პლაჟიდან.


იცოდით, რომ როდესაც ნიჟარას ყურთან მიიდებთ და მოუსმენთ, ზღვის ხმას გაიგონებთ? და რა მოხდება თუ ნიჟარაში იცხოვრებთ? ნიჟარის სახლში ( The Shell House) ყოველთვის გაიგონებთ ზღვის ხმას და ასევე მის სურნელს შეიგრძნობთ, რადგან კარიბის ზღვა სულ რამდენიმე ნაბიჯშია.


ნიჟარის სახლი მოიცავს ორ საცხოვრებელ ზონას. მთავარი სახლის პირველი სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი და სამზარეულო, მეორე სართულზე კი მთავარი საძინებელია. მთავარი სახლის მეზობლად ასევე ორსაწოლიანი საძინებელია აბაზანით. ამასთან, ეზოში საკმაოდ დიდი ზომის საცურაო აუზია.


ნიჟარის სახლი ააშენა მექსიკელმა ხელოვანმა და მისმა მეუღლემ ბეტონისა და სხვა ბუნებრივი წარმოშობის სამშენებლო მასალებით. ისინი ახლოს ცხოვრობენ, რათა დარწმუნდნენ რომ ნამდვილად ფანტასტიურ არდადებგებს ატარებთ.


1. მისაღებ ოთახს კუთხეები არ გააჩნია სრულიად მრგვალია, ისევე როგორც ავეჯი. სამზარეულოოს რაც შეეხება, აქ აღმოაჩენთ დიდ მაცივარს, გაზქურას, მიკროტალღურ ღუმელს, თაროებს და ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას.

image2.

image3.

image4.


image5.

image

image

6. აბაზანა, შესაბამისად, ზღვის თემასთან არის დაკავშირებული: ტანსაცმლის საკიდი, პირსაბანი, სარკის ჩარჩო, საშხაპეს ფარდა პატარა ნიჟარებით არის გაფორმებული, ონკანები კი – მარჯნით.

image7.

image8.

image

image

9. ექსტერიერი ნამდვილად აღფრთოვანებას იმსახურებს შესაფერის სტილში მოწყობილი ეზო დიდი აუზითა და ტროპიკული გამწვანებით.

image10.

image11.

image12.

image13.

image14.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა


რემონტი და დიზაინი: ვარდისფერი მისაღები ოთახის ინტერიერის დიზაინში – 35 საოცარი იდეა


პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით


როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა


თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები


საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით


2
258
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
258
  
2022, 22 სექტემბერი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 20 სექტემბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2