x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ამერიკული კომპანია ადამიანის განავალში 500 დოლარს იხდის
image

ამერიკელმა ბლოგერმა ისაუბრა ფულის შოვნის მარტივ გზაზე მათთვის, ვისაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი. აღმოჩნდა, რომ აშშ-ში არის კომპანია, რომელიც ყიდულობს ადამიანის განავალს. ერთი „პორციის“ ფასი 500 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მარტივი პროცედურით წელიწადში სოლიდური 180 000 დოლარის შოვნაც კი შეიძლება.



ადამიანის ექსკრემენტებს ყიდულობს კომპანია Human Microbes-ს, რომლის ვებსაიტზე წერია ასეთი სლოგანი „დიახ! ჩვენ გვჭირდება თქვენი განავალი!"


ახლა კი სერიოზულად განვიხილოთ, თუ რაში იხდის ფულს კომპანია.ეს სამედიცინო ფირმა დაკავებულია ნაწლავის მიკროფლორას შესწავლით და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხმარება.



- დიდი პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ქრონიკული დაავადებები აწუხებს, რის გამოც დაზიანებულია ნაწლავის მიკროფლორა.


ჩვენი მიზანია ვიპოვოთ საკმარისად ჯანმრთელი ადამიანების არანაკლებ 0, 1%-ი მაინც, რომ იყვნენ მაღალი ხარისხის დონორები, ნათქვამია Human Microbes-ის ვებსაიტზე.


ასე რომ, ყველას არ შეუძლია გახდეს მიკრობების მიმწოდებელი. სცდეთ რას კარგავთ - არავინ გიკრძალავთ, რომ შეუერთდეთ ნაწლავის მიკროფლორას დონორთა რიგებს, უნდა დაწეროთ განაცხადი, გაიაროთ გასაუბრება და კლინიკური ტესტების სერია.


ამასთანავე კომპანია აღნიშნავს, რომ ძირითადად მუშაობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, თუმცა მზად არიან მიიღონ ადამიანის ფეკალიები მსოფლიოს ნებისიერ წერტილიდან, თუმცა განავალი მოთავსებული უნდა იყოს მშრალ ყინულიან კონტეინერში.


ეს ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას კვლევისთვის ან პროცედურისთვის, რომელსაც ეწოდება FMT (ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლატაცია). FMT უკვე არის სასიცოცხლოდ მიშვნელოვანი, როგორც სასიკვდილო ნაწლავური ინფექციის Clostridium Difficile -სგან გადამრჩენი და ასევე მრავალი სხვა მიკრობებისათვის.

ასე რომ, ყველას არ შეუძლია გახდეს მიკრობების მიმწოდებელი. მაგრამ აქ არის ცდა - არავინ აუკრძალავს. იმისათვის, რომ შეუერთდეთ ნაწლავის მიკროფლორას დონორთა რიგებს, უნდა დაწეროთ განაცხადი, გაიაროთ გასაუბრება და კლინიკური ტესტების სერია.

0
458
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0