x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ვასახელებ თარიღს! – გამოვა სააკაშვილი ციხიდან და საქართველოში იმუშავებს“ – ლელა კაკულია
image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში მაკა რაზმაძის საავტორო გადაცემაში “ჩაი” საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და თავის წინასწარმეტყველებებზე საუბრობს. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უახლოეს მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის გარშემო, კაკულია აცხადებს:

.

„ციხიდან მალე გამოვა, დიდხანს ვეღარ იქნება, ეს გამორიცხულია. გამოვა ციხიდან და თავის ქვეყანაში იქნება, თავისი ქვეყანა საქართველოა. მართალია უკრაინის მოქალაქეობა აქვს მაგრამ მისი ქვეყანა საქართველოა. მე მიშას შესახებ ეს წინასწარმეტყველება ადრე დავწერე, წიგნში მიწერია ეს ყველაფერი. ასე რომ რასაც ახლა ვამბობ, დიდი ხნის უკან ნაწინასწარმეტყველები და დაწერილი მაქვს, სანამ დაიჭერდნენ მანამდეც ვამბობდი. ყველაფერი წიგნად ვაქციე და გამოვეცი, რომ ყველამ თქვენი თვალით ნახოთ.... ქვეყანაში ეს დაპირისპირებებიც ნელნელა ჩაქრება, ბევრი რაღაცეები შეიცვლება. ახალი პოლიტიკოსები მოდიან, გამოჩნდებიან. ისინი გაანეიტრალებენ ბევრ რამეს. უფრო სიკეთისკენ ვიხრებით, არც სიძულვილია და არც არაფერი სიყვარულის გარდა. - აღნიშნავს ლელა კაკულია


.


* * *

61 წლის ასაკში მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა

.

image

.

კინოსა და თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრების ავრცელებენ. უფრო კონკრეტულად, ტელეწამყვანი მარინა სალუქვაძე სოციალური ქსელის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გომიაშვილი აღარ არის.

.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის უდროო გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.
.
ის 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ პოპულარულ ფილმსა თუ სერიალში აქვს მთავარი როლი ნათამაშევი. ერთერთ გამორჩეულ სახედ და ხმად რჩება ქართულ კინემატოგრაფიაში. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.

.

მიშა გომიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანის სახელოსნო).

მუშაობდა "მეტეხის თეატრში". 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია . თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი "საწვავი", რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე "მდგმურები", რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე "განდეგილი", რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი "მარატ-სად"-ის მიხედვით "დირექტორი აბაზანაში", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი "უბედურება" რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი "თოვლივით თეთრი თოვლი" რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი "მამა", რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ.

/

მიშა გომიაშვილს მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

.

1
2385
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
2385
  
2022, 13 სექტემბერი, 0:39
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1