x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰიტლერი ბერლინის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას აპირებდა

image


ჰიტლერი ბერლინის მეგაპოლისად ქცევას გეგმავდა და მას «მსოფლიო დედაქალაქი გერმანია» ერქმეოდა — ეს იქნებოდა ქალაქი, რომლის «შედარება მხოლოდ ძველ ეგვიპტესთან, ბაბილონთან, ან რომთან» იქნებოდა შესაძლებელი და ის, «ათასწლოვანი რაიხის» სიდიადის დემონსტრირებას მოახდენდა.


image«გერმანიის დიდი დარბაზი», ჰიტლერის და მისი მთავარი არქიტექტორის, ალბერტ შპეერის ერთობლივი პროექტი


პროექტის მიხედვით, მეგაპოლისში ძალიან განიერი ქუჩები უნდა ყოფილიყო, შუქნიშნების გარეშე, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა მხოლოდ სამხედრო აღლუმებისთვის. ხოლო, ავტომფლობელები და ფეხითმოსიარულენი, მიწისქვეშა გვირაბებით ისარგებლებდნენ.

ბერლინის რესტრუქტურიზაცია 30-იანი წლების ბოლოს დაიწყო. დაიგეგმა გვირაბები, საგზაო კვანძები, სატრანსპორტო რგოლები, ახალი მეტროს ხაზები, რკინიგზის სადგურები და აეროდრომი. მშენებლებმა ქალაქის მთელი უბნები დაანგრიეს. პროექტის ავტორები საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ და ახალი ქუჩის ნათურების დიზაინიც კი შეიმუშავეს, რომელიც გზის გასწვრივ ჩამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო, რომ მაღალი ბანერების გადაადგილებისას, ხელი არ შეეშალა.

საბედნიეროდ, ნაცისტებმა გეგმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს... თუმცა, რაღაცის აშენება მაინც მოასწრეს — ამ ნაგებობების ნაშთების ნახვა, დღესაც შესაძლებელია. მაგ., 1937 წ. ტემპელჰოფში (რაიონი ბერლინის მეშვიდე ადმინისტრაციულ ოლქში) აეროპორტის მონუმენტური კომპლექსი აშენდა. მოგვიანებით, გამოჩნდა საიმპერატორო ავიაციის სამინისტროს შენობა (დღეს მასში გერმანიის ფინანსთა სამინისტროა განთავსებული). ბერლინის სამხრეთში კი, უზარმაზარი ბეტონის ცილინდრი მდებარეობს, რომლის რადიუსი 21 მეტრია. დაიწყო მუსოლინის ძეგლის მშენებლობაც...


imageპროექტის მიხედვით, ამ ადგილზე, ტრიუმფალური თაღის ჩრდ–აღმოსავლეთის სვეტი უნდა ყოფილიყო.


ახალი ბერლინის, უფრო სწორედ, გერმანიის დედაქალაქის — Germania–ს მშენებლობა 1941 წელს შეჩერდა. ბერლინის დაბომბვამ დასავლეთის თვითმფრინავებით და სამხედრო მრეწველობის მოთხოვნებმა, მშენებლობა შეუძლებელი გახადა.


image


არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს

* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...

* მარტივი ლოგიკური კითხვა, რომელიც უმრავლესობას აბნევს (პასუხი აქვს)

* საკონდიტრო რჩევები, ცხობის ხარისხის გასაუმჯობესებლად

* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები

* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



1
265
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
265
  
2022, 13 სექტემბერი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1