x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
მადრიდის "რეალი" ყურადღებით ადევნებს თვალს მის პროგრესს, რათა გამოიყენოს ბაზარზე მომენტი მის ხელში ჩასაგდებად"
image

ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელიც სეზონის დასაწყისშივე სენსაციად იქცა ევროპულ ფეხბურთში მადრიდის "რეალი" დაინტერესდა. ამის შესახებ წერს გამოცემა Newsy .


ის სულ რაღაც 21 წლის ასაკში უკვე ლუჩიანო სპალეტის გუნდის, "ნეაპოლის" ლიდერად იქცა და ექვს მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, რაც აღნიშნა კიდეც უეფას ჩემპიონთა ლიგის დებიუტში იურგენ კლოპის "ლივერპულის" წინააღმდეგ.


ქართველი გარემარბი, რომელიც ამ ზაფხულს "პარტენოპეოში" (ნეაპოლის სტადიონი)ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ გადავიდა, გამოირჩევა მოედნის ყველა ხაზზე თამაშით და ორივე პროფილის გამოყენების უნარით. მზარდი ნიჭი და ტექნიკური თვისებები, საშუალებას აძლევს ითამაშოს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში.



სწორედ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მდიდარი კლუბი, მადრიდის "რეალი" დაინტერესდა ხვიჩა კვარაცხელიათი, იგი კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის სამიზნე გახდა, კლუბის ხელმძღვანელობა ხვიჩა კვარაცხელიაში ხედავენ, საინტერესო ვარიანტს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც გაძლიერებულ შემტევ ფეხბურთელს. მისი ყველა ხაზზე თამაშის უნარი საშუალებას იძლევა ადვილად მოერგოს პროექტის ისეთ სახელებს, როგორიცაა ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოესი, რომლებიც კლუბის მთავარი ფსონები არიან.


"მადრიდის "რეალი" ყურადღებით ადევნებს თვალს მის პროგრესს, რათა გამოიყენოს ბაზარზე მომენტი მის ხელში ჩასაგდებად . ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოვა იმ როლის შესასრულებლად, რომელსაც მარკო ასენსიო მოკლე დროში თავისუფალს დატოვებს."


ესპანელი ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უთავდება და უცნობია გააგრძელებს თუ არა კლუბში მუშაობას, რადგან ის არ ჯდება კარლო ანჩელოტის გეგმებში.

3
500
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
500
  
2022, 13 სექტემბერი, 0:40
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 11 სექტემბერი, 21:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 11 სექტემბერი, 16:35
საიდან მოიტანეს,რომ რეალი დაინტერესდა? ასავალ-დასავალის დაწერილი სტატიებით ტვ იმედი გამოირჩა და ახლა აქ შემხვდა,სირცხვილია უბრალოდ. ოღონდ ბომბა ნიუსი გააძროთ და არ უყურებთ სწორია თუ არა. კიდევ ერთი ფაქტი,კვარაცხელია გადავიდა არა ბათუმის დინამოდან,არამედ ყაზანის რუბინიდან,სადაინაც უკრაინის ომის გამო წამოვიდა და 10 მილიონიდან უმეტესი წილი რუბინმა მიიღო. უბრალოდ,თქვით სიმართლე ყველაფერზე,რა იცით რაში გამოგადგეთ მომავალში.
0 1 3