x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
კოჰინურის გვირგვინიდან საფირონის გულსაბნევამდე: ელისაბედ II–ის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია
დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდხანს მმართველი მონარქი, დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ის სიძლიერის, სტილის და ელეგანტურობის სიმბოლო იყო. მისი ნებისყოფა და გამძლეობა აღფრთოვანებას იწვევდა.


image

მისი მოდური ჩაცმულობა ყოველთვის ახალ ამბებში ხვდებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მონარქის სამკაულების კოლექციაზე საუბრობდნენ. დედოფლის რამდენიმე სამკაულს გაჩვენებთ.


image


კოჰინური


image

კოჰინური მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბრილიანტია და ამჟამად იმპერიული სახელმწიფოს გვირგვინში მოთავსებულია. გვირგვინი 1937 წელს მეფე გიორგი VI-ის კორონაციისთვის შეიქმნა.


ბოლოს დედოფალს გვირგვინი 2016 წელს ეხურა. ძალაუფლების სიმბოლოს ამშვენებს 2868 კლასიკური ბრილიანტი, 11 ზურმუხტი, 17 საფირონი და 269 მარგალიტი.


ერთხელ დედოფალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ არ შეეძლო ქვემოთ ყურება, როდესაც სიტყვით გამოდიოდა, რადგან კისერში უბრალოდ გადატყდებოდა.


ყელსაბამი Delhi Durbat

image

ეს განსაცვიფრებელი ყელსაბამი 9 ზურმუხტისგან შედგება. თავდაპირველად ელისაბედის ბებიას, დედოფალ მარიამს ეკუთვნოდა. ყელსაბამში ჩასმულია 8, 8 კარატიანი კულინანის ბრილიანტი. იგი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრილიანტად ითვლება. დიდი, უნაკლოდ გლუვი ზურმუხტები ბრილიანტებით შემოფარგლულია.


დეკორაცია 1911 წელს ინდოეთში ლელი დუბარის დღესასწაულისთვის შეიქმნა. ყელსაბამი დედოფალ მარიამს ამშვენებდა.


ღონისძიება გაიმართა 1991 წლის 12 დეკემბერს დელიის კორონაციის პარკში და მას სამეფო ოჯახის წევრები მთელი ინდოეთიდან ესწრებოდა. შემდეგ დეკორაცია მემკვიდრეობით მიიღო დედოფალმა ელისაბედმა. უელსის გარდაცვლილ პრინცესას, ლედი დიანას ის რამდენჯერმე ეკეთა.


გულსაბნევი "ალბერტი"

image

ეს გულსაბნევი სიკვდილამდე დედოფლის ფავორიტებს შორის რჩებოდა.


ამბობენ, რომ ის 1849 წელს პრინცმა ალბერტმა შეუკვეთა, როგორც მისი მეუღლის ვიქტორიას საჩუქარი.


უილიამსონის ვარდისფერი ბრილიანტი

image

ყვავილის გულსაბნევი 54, 4 კარატიანი დაუმუშავებელი ვარდისფერი ბრილიანტით ელისაბედმა საქორწინო საჩუქრად მიიღო კანადელი გეოლოგის ჯონ თორბერნ უილიამსონისგან.


სამკაულს 203 თეთრი ბრილიანტი ამშვენებს და ულამაზესი გულსაბნევი გამოვიდა. კანადელმა ვარდისფერი ბრილიანტი ტანზანიაში იპოვა.


გულსაბნევი ორმაგი სამაგრით

image

დედოფალი შემჩნეული იყო გულსაბნევით, რომელიც უინძორის ციხეში გამარჯვების 75 უიბილეზე მის ჩაცმულობას ამშვენებდა.


ამბობენ, რომ გულსაბნევი 1937 წელს კენტსკის ჰერცოგმა იყიდა, რომელიც დედოფლის ბიძა იყო.


საუდის არაბეთის მეფე ფეისალის ყელსაბამი

image

მეფე ფეისალმა და მეფე ხალიდმა დედოფალს ამერიკული სახლის Harry Winston ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქეს.


საჩუქარი 1967 წელს მეფე ფეისალის დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გადაეცა. ყელსაბამს ამშვენებს 300 ბრილიანტი, საერთო წონით 80 კარატი.


ნიზამის ყელსაბამი ჰაიდერაბადიდან

image

ელისაბედის საკულტო სამკაულებს შორის იყო ის, რომელიც 1947 წელს დედოფალს ქორწილისთვის ჰაიდერაბადის ნიზამმა გადასცა.


ასაფ ჯაჰ VII-მ, რომელიც იყო ჰაიდერბარდის მმართველი, დაავალა კარტიეს, რომ პრინცესასთვის სამკაულების არსებული ასორტიმენტიდან მისი ფავორიტის არჩევის ნება დაერთოთ. ელისაბედმა 300 ბრილიანტით დამშვენებული პლატინის ყელსაბამი აირჩია.


ასევე ჰაიდერაბადის ნიზამმა აჩუქა დედოფალს ცნობილი დიადემა, რომელიც დაფუძნებულია სამ ინგლისურ ვარდზე სამი მოხსნადი ყვავილის გულსაბნევით. თითოეული ბრილიანტისგან დამზადებულია და პლატინაში ჩასმულია.


სახელმწიფო დიადემა

image

დედოფლის ბრილიანტის გვირგვინი შეიქმნა 1820 წელს მეფე ჯორჯ IV-ის, დედოფალ ვიქტორიას ბიძის კორონაციისთვის.


დიადემას ტრადიციულად დედოფლები და მეფის მეუღლეები პარლამენტის სახელმწიფო გახსნაზე ატარებდნენ. დიადემა მდიდრულად გამოიყურება.


მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის სამკაულების კოლექცია საკმაოდ შთამბეჭდავია, სამეფო პირი საკმაოდ სენტიმენტალური პიროვნება იყო და ხშირად იყენებდა ერთსა და იმავე იმავე სამკაულებს, რომელიც მისი ფავორიტი იყო.


ასევე დაგაინტერესებთ:

ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი

image

20+ კრეატიული ქუდი სამეფო ასკოტიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო აქტიურად განიხილავს

image

საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე

image


0
191
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
191