x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნიგერიელმა მებაჟეებმა ვირის 7000 ათასი კონტრაბანდული პენისი დააკავეს
image

ნიგერიელმა ოფიციალურმა პირებმა საერთაშორისო აეროპორტში ვირის 7000 პენისი დააკავეს მას შემდეგ, რაც პაკეტების სუნმა ეჭვი გამოიწვია.



ვირის პენისები 16 ჩანთით კონტრაბანდულად გადაჰქონდათ ჰონგ კონგში , მაგრამ ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მურტალა მუჰამედის სახელობის აეროპორტის მებაჟეებმა ჩანთები დააკავეს.


აეროპორტის მებაჟემ, სამბო დანგალადიმამ BBC-ს განუცხადა, რომ ცხოველების ნაწილები ცხოველების ექსპორტის განყოფილებაში ჩანთებში იპოვეს. მისი თქმით, ჩანთები მძაფრ სუნს გამოსცემდა, რამაც ეჭვი გააჩინა მებაჟეებში, რომლებმაც შემდეგ გახსნეს ჩანთები და იქ ვირის 7000-მდე პენისი აღმოაჩინეს. დანგალადიმამ თქვა, რომ ეჭვმიტანილმა, რომელიც დაკავშირებულია 200 მილიონი ნაირას (450, 000 აშშ$)ღირებულების საქონელთან, გაქცევა მოახერხა.


image

ვირის ნაწილებით ნაწილებით კონტრაბანდული ვაჭრობა, მათ შორის ცხოველის პენისით ნიგერიიდან ჩინეთამდე ჩვეულებრივი მოვლენაა.


ჩინეთში ცხოველის ამ ნაწილს იყენებენ ტრადიციული მედიცინისთვის, სახელად ეცზიაო.



ივნისში ნიგერიის მებაჟეებმა განაცხადეს, რომ მათ აეროპორტში დააკავეს ვირის სასქესო ორგანოებით სავსე სამი 100 კილოგრამიანი ჩანთა და 3712 ვირის ტყავი. კიდევ უფრო ადრე, მარტის თვეში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს, როდესაც ისინი ცდილობდნენ 2754 ვირის პენისისა და 3712 ცალი ვირის ტყავის გადატანას.


მთლიანად ჩინეთში ვირის ნაწილების უკანონო ვაჭრობის შედეგად, ნიგერიამ 2012 წლიდან 2018 წლამდე 6 მილიარდ ფუნტზე მეტი დაკარგა აცხადებენ ოფიციალური პირები.

image

ნიგერიაში აკრძალულია ვირების მოკვლა მათი სხეულის ნაწილების გამო და მათი უცხოეთში გადატანა, მაგრამ უკანონო კონტრაბანდა მაინც გრძელდება.


ნიგერიის ვირებით მოვაჭრეების ასოციაციამ ამ კვირაში მოუწოდა ნიგერიის მთავრობას, პასუხისგებაში მისცეს ყველა ისინი, ვინც მონაწილეობდნენ ვირების განურჩევლად მკვლელობაში და ვირის ნაწილების ქვეყნის გარეთ კონტრაბანდაში. საქველმოქმედო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ მილიონობით ინვესტიცია ჩადეს ვირების მოშენებაში, მაგრამ კონტრაბანდისტები არღვევენ მათ ძალისხმევას.

2
571
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
571
  
2022, 13 სექტემბერი, 0:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 11 სექტემბერი, 22:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2