x
მეტი
  • 30.03.2024
  • სტატია:134066
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508254
„ვანო და მისი გუნდიც ჩემზეა ნაწყენი, არ ამბობენ მაგრამ მაინც“ - გიორგი გაბუნია - ვიდეო
image


გასულ კვირას „მთავარ არხსა“ და ვანო ჯავახიშვილის გუნდს შორის ტვ პირველზე გადასვლის შემდეგ დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, ერთმანეთს საჯარო განცხადებებითა და სოციალური ქსელის სტატუსებით პასუხობდნენ და ერთმანეთს ღიად ექიშპებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი არხის გუნდის სახელით ოფიციალური განცხადებნა გავრცელდა და მისი ხელმძღვანელი გიორგი გაბუნიაა, პერსონალურად გაბუნიას ამ დრომდე ღია განცხადება არ გაუკეთებია. ამჯერად ამ თემაზე გაბუნიამ პირველი კომენტარი სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ის ამბობს, რომ ვანო ჯავახიშვილი და მისი გუნდი პერსონალურად მასზეა ნაწყენი.


„პავილიონების დახურვის გამო ვანომ აქ ვეღარ შეძლო გადაცემის გაკეთება. გადავიდა სხვა არხზე... ესეც უმძიმესია ჩემთვის... წარმოიდგინეთ, ერთერთი დიდი დანაკარგია. ძალიან დიდი დანაკარგია. ვანო და მისი გუნდიც ჩემზეა ნაწყენი... საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ მაინც ასეა... ყველა ჩემზეა ნაწყენი და გაბრაზებული, სამაგიეროდ გვარამიაზე არ არიან ნაწყენნი... მაგრამ რა ვქნათ. ის პავილიონი მთლიანად დაიხურა, სადაც ეს შოუ და ყველა გასართობი გადაცემის ჩაწერა, თუ პირდაპირი ეთერი მიმდინარეობდა. ფინანსური კრიზისის გამო სამწუხაროდ ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. - ამბობს გაბუნია.

.


მისი ვიდეო კომენტარი ნახეთ აქ>>>

.

.

ამავე თემაზე: - "რა ამბავი ატყდა, "იმედზე" ხომ არ გადავსულვართ" ვისი „სკრიპკა" ვის როიალშია?“ - თამუნა ლეკვეიშვილი

0
281
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0