x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ქმრების ძილში წამოსროლილი ყველაზე სასაცილო ფრაზები, რომლებიც ცოლებმა მოისმინეს
image

„ჩემი ცოლი იფიცება, რომ ერთხელ, როცა ძილის წინ ვკითხულობდი, ჩამეძინა და ძაილში ვუთხარი: „ვხედავ, რომ ფოთლების გარეშე მოხვედი. როგორც გავიგო ეს შენი ხუმრობა?!“ - Zkv.



"ერთხელ ვცადე ჩავხუტებოდი ჩემს ქმარს, როცა მას ეძინა. მან მიბიძგა და მითხრა: "დამანებე თავი, ცოლიანი ვარ!" მან მაშინ ბევრი ქულა დაიმსახურა ჩემს თვალში, " - sp_who2.




"ქმარი: აი, ყველაფერი გაიფანტა!


მე: (ნამძინარევი და ძალიან დაბნეული): რა "ყველაფერი"? ქმარი: კანფეტები! მაგრამ არ ინერვიულო, ისინი აკრიფავენ...


მე: ვინ "ისინი"?


ქმარი: (საკმაოდ ბედნიერი ხმით): თაგვები!" - Rossakamcfreakyd.



"Ჩჩვენ ორივე ვლაპარაკობთ ძილში, მაგრამ ვფიქრობ, ეს დიალოგი ყველაზე უცნაური იყო. ერთ ღამეს მან ძილში სიცილი დაიწყო. ვკითხე, რა გაცინებს?. მან მშვიდად მიპასუხა: "მინდა კბილებზე დაგიკაკუნო, რომ "გამარჯობა" თქვან. ჩემთვის!". მე დღემდე არ მესმის რას ნიშნავდა ეს, ”- Reddit-ის მომხმარებელი.



"ძილში ხშირად ვლაპარაკობ. ამას წინათ ჩემმა მეუღლემ დამინახა, როგორ ვეფერებოდი საწოლის გადასაფარებელს და ვამბობდი ჩვენი ძაღლის სახელს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკვდა .“ - კრის ბულოკი.



"მე გვიანობამდე არ ვწვებოდი, ჩემი ქმარი კი დიდი ხნის ჩაწინებული იყო. ჩვენ გვქონდა ხის იატაკი, რომელიც ჭრიალებდა ამიტომ ფრთხილად შევედი საძინებელში, ვცდილობდი არ მეხმაურა. მაგრამ ბოლოს მაინც დავაბიჯე იატაკის მოჭრიალე ფიცარზე". ქმარი შეიშმუშნა და საკმაოდ ბრაზიანად მითხრა: „მე მაქვს ავტომატი...რომელიც ისვრის...თუ კიდევ გაინძრევი. ახლავე გესვრი!"თქვა და შემდეგ ისევ მკვდარივით დაიძინა, " -ლალამლე.



"ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ერთ ღამეს დავიწყე სირენის ხმების გამოცემა, ისე როგორც მეხანძრეების მანქანებზეა დაყენებული“ - Vintner42.



"რამდენიმე თვის წინ ჩემი ქმარი ორგანულ ქიმიაში საბოლოო გამოცდისთვის ბეჯითად ემზადებოდა. როგორც ჩანს, იმდენად ღელავდა, რომ ერთხელ, შუაღამისას, მთელ ბინაში ძალიან გარკვევით წამოიძახა: "ალდეჰიდი!" ამაზე დღემდე მეცინება." - bpwatk.



"ერთ დღეს ძილში მან დაიწყო ძალიან უცნაური, მოუსვენარი ხმების გამოცემა. მე ვკითხე, კოშმარი ხომ არ გესიზმრება-მეთქი, მან მითხრა, რომ ებრძოდა საცერებს, შიშველი ხელებით ცდილობდა მათ გატეხვას“, - Reddit-ის მომხმარებელი.

0
677
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0