x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სასიკვდილო არაყი - ყველაზე მასობრივი მოწამვლის ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში
image


2001 წლის 9-10 სექტემბერს მოხდა ყველაზე მასობრივი მოწამვლა ალკოჰოლით, ტრაგედია დატრიალდა დასავლეთ ესტონეთში, კერძოდ ქალაქ პიარნუში. მოწამვლის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაინვალიდდა. მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, ეს მოწამვლა 2016 წელს ირკუტსკში მეთილის სპირტით მასობრივ მოწამვლამდე რჩებოდა ყველაზე მასშტაბური პოსტსაბჭოთა სივრცეში.


2001 წელს პიარნუს ოლქში მოწამვლისა და სიკვდილიანობის ტალღა 9 სექტემბერს დაიწყო. პირველი გარდაცვალების შესახებ პოლიციის პრეფექტურაში დილის 5 საათზე შევიდა შეატყობინება და იმ დღის საღამოსთვის უკვე დაფიქსირდა 9 გარდაცვალება, ხოლო საავადმყოფოში 12 ადამიანი კომაში იმყოფებოდა. მომდევნო დღეებში „მეთილის კოქტეილის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, 43 ადამიანი კი ინვალიდი დარჩა.


კუსტარული არყის მსხვერპლნი არა მხოლოდ პიარნუს მკვიდრნი გახდნენ. მეთანოლის ტრაგედია მთელს ქვეყანას მოედო. პატარა დასახლებიდან ყველაზე მეტად სოფელი ტალი დაზარალდა, სადაც ერთდროულად შვიდი ადამიანი დაიღუპა.



ჰელე ნარეპი ახლაც ცრემლიანი თვალებით იხსენებს 21 წლის წინანდელ მოვლენებს. კუსტარულმა შხამმა მის ქმარს სიცოცხლე მოუსწრაფა.


"ანდრუსმა მეგობართან ერთად აიღო ნახევარი ლიტრი არაყი. დილით სამსახურში წავედი და გავიგე, რომ თავის ტკივილს უჩიოდა, ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ ნაბახუსევის ბრალი იყო", - თქვა ქვრივმა.


დაახლოებით 20:00 საათზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მაგრამ იმ დღეებში იმდენი სამუშაო ჰქონდათ სასწრაფო დახმარების ჯგუფებს, რომ ექიმები შორეულ სოფელში მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მივიდნენ. როგორც ჰელე ნარეპი იხსენებს, ექიმებმა მისი ქმარი ვერ გადაარჩინეს.


ადგილობრივი სოციალური მუშაკი ეჰა ტიტუსი აღნიშნავს, რომ მეთანოლის ტრაგედია ყველასთვის არ გამოდგა გაკვეთილი. მაგარ სასმელებს კვლავ მოიხმარენ, თუმცა ახლა ისინი კუსტარულად იატაქვეშ დამზადებული აღარ არის.


„იატაქვეშა ალკოჰოლი აღარ არის. თუმცა, ვინც სვამდა, სმას განაგრძობს. ახლა უფრო ძლიერ ლუდს სვამენ. მაგრამ ერთი ბოთლი არყის გარეშე მაინც არ შეუძლიათ“, - ამბობს სოციალური მუშაკი.


ადგილობრივი მაღაზიის უკან არის ლოთების თავისებური კლუბი


იური იუსტამი ამბობს, რომ მაშინ გასინჯა მეთილის სპირტი, მაგრამ გადარჩა. როგორც ის იხსენებს, იმ არაყს საზიზღარი გემო ჰქონდა. იურიც და მისი მეგობარი აარეც ერთხმად ირწმუნებიან, რომ კუსტარულ არაყს აღარ სვამენ.


მოწამვლა ბალტფეტის(Baltfet) ქარხნის რამდენიმე მუშის შეთქმულების შედეგი იყო, რომლებმაც მოიპარეს ხის (მეთილის) სპირტის ორი კასრი. თანამზრახველებმა ის არყის ბოთლებში ჩაასხეს, ზედ ელიტური ბრენდების ეტიკეტები მიაკრეს და გასაყიდად გამოიტანეს პიარნუსა და პიარნუს ოლქში. დანაშაულის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმებმა დააფიქსირეს სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა, რაც გამოწვეული იყო მეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად. პიარნუში პოლიციის რეიდის დროს აღმოაჩინეს ორი კონტეინერი 400 ლიტრი ხის სპირტი. ეს რაოდენობა საკმარისია 13 ათასი ადამიანის მოსაკლავად, რაც ესტონეთის მოსახლეობის 1%-ს შეადგენდა. ოპერატიული მოქმედებების შედეგად 19 ადამიანი წარდგა სასამართლოს წინაშე, მაგრამ სასჯელი საოცრად მცირე იყო, 2, 5 წლიდან 5 წლამდე, რაც უამრავი ჭორის მიზეზი გახდა ხალხში და პრესაში.

0
561
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0