x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
გავიხსენოთ სიგარეტები საბჭოთა კავშირიდან, მათ შორის ქართული სიგარეტები
image


საბჭოთა კავშირში სხვა ზოგიერთი ნაწარმისგან განსხვავებით სიგარეტის არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, გამოდიოდა 100-ზე მეტი დასახელების სიგარეტი, რომლის ფასი 14 კაპიკიდან 1 მანეთამდე მერყეობდა ხარისხის მიხედვით ამის გარდა ძირითადი იმპორტი შემოდიოდა ბულგარეთიდან, უფროსი თაობის მწეველებს კარგად ახსოვთ სიგარეტი როდოპი, BT, ტუ-134, ოპალი და სხვები.(ფასი 30 კაპიკიდან 60 კაპიკამდე)

image

ამის გარდა საბჭოთა კავშირში კუბიდან შემოდიოდა სიგარები-"ჰავანა", "მონტეკრისტო" და სხვები.


image

ფილიპ-მორისთან" გაფორმებული ხელშეკრულებით კი ადგილობრივი წარმოების Marlboro(სოხუმი, კიშინიოვი), 80-იან წლების დასაწყისში გამოჩნდა პირველი ამერიკული სიგარეტები მენთოლით Salem-ი და Newport, რომლის ფასი 1, 5 მანეთი იყო.


image

საბჭოთა თამბაქოს მწარმოებლები თავიანთ პროდუქტს კლასის მიხედვით აალაგებდნენ რაც დამოკიდებული იყო თამბაქოს ხარისხზე და მის სიძლიერეზე (პირველიდან მეშვიდემდე). მაგრამ მომხმარებლები თავის არჩევანს აკეთებდნენ (თუ იყო ამის შესაძლებლობა) არა იმაზე, თუ რომელი კლასის იყო სიგარეტი, არამედ თუ რომელ ქარხანაში იყო დამზადებული პროდუქცია და როგორი იყო თავად შეფუთვა - მყარი თუ რბილი. მწეველთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ერთი და იგივე ბრენდის სიგარეტი, რომელიც მუყაოს ყუთში იყო შეფუთული, უკეთესი იყო, ვიდრე რბილი ქაღალდისაში.მაგალითად თუნდაც სიგარეტი "კოსმოსი", ასევე მომხმარებლებს მიაჩნდათ, რომ იგივე "კოსმოსი" სოხუმის ფაბრიკის გამოშვება იყო საუკეთესო.

image

სიგარეტის სახელები და სურათები შეფუთვაზე საბჭოთა ქვეყნის ცხოვრების ნამდვილ ენციკლოპედიად იყო ქცეული.

ამ დასახელებებით შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ოფიციალური ისტორიისა და იდეოლოგიის, არამედ გეოგრაფიისა და სოციოლოგიის თავისებურებების შესწავლა.

მართლაც, საბჭოთა კავშირში მზადდებოდა ბრენდები, რომელიც ეძღვნებოდა კოსმოსურ ფრენებს, ფესტივალებს, ტექნიკურ სიახლეებს, ვრცელი კავშირის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონს.


image

გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის ყველა ფენას, პოეტებიდან დაწყებული მაღაროელებით დამთავრებული, სპეციფიკური „საკუთარი“ სიგარეტი ჰქონდა.

image


უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1990 -იანი წლების დასაწყისში"სიგარეტის კრიზისის" პერიოდში, როდესაც "ბიჩოკები"მინის ქილებით იყიდებოდა და 3 მანეთი ღირდა, საბჭოთა კავშირს მხსნელად მოევლინა ამერიკა, სწორედ ამ პერიოდში სსრკ-მ ოფიციალურად შეისყიდა Magna, Kongress და Bond-ი.



ახლა კი საქართველოში დამზადებული სიგარეტების არასრული კატალოგი

image


image


image


image


image


image


image


image

image


image


image



image


image


image


imageimage
image
image
image
image

1
695
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
695
  
2022, 8 სექტემბერი, 22:28
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1