x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
შარვალჩახდილმა კიმ კარდაშიანმა ამერიკის დროშასთან ფოტო გადაიღო და იგი თითქმის ვერავინ იცნო
image

სტილისტმა გადაწყვიტა კარდაშიანის გარდასახვა ისე, რომ ფაქტობრივად იგი ვერავინ ამოიცნო.



თანამედროვე ამერიკის ალბათ ყველაზე ცნობილმა სახემ და მოდელმა კიმ კარდაშიანმა ჟურნალ Interview-ს ახალი ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.


მოდელი ჟურნალის ყდის სახე გახდა, გადაღების თემა კი „ამერიკული ოცნება“ იყო. გადაღების პროცესში სტილისტმა ოტენბერგმა გადაწყვიტა კარდაშიანის დრამატულად გარდაქმნა.



სტილისტმა აქამდე საყოველთაოდ ცნობილი შავგვრემანი მთლიანად ქერა გახადა, აქ მარტო ქერა თმაზე არა საუბარი, რომელიც აქამდეც ყოფილა კარდაშიანის შემთხვევაში.


სტილისტი კარდაშიანის თმის სიგრძეს არ შეხებია, სამაგიეროდ წარბები ქერად შეუღება და ისეთი ვარცხნილობის კასკადი გაუკეთა, ისე გარდაქმნა კარდაშიანი, რომ თითქმის ამოუცნობი გახადა.


ფოტოსესიას პიკანტურობა კარდაშიანის იმიჯმაც შემატა, რომელმაც ჯინსის ზედა ქვედაში გამოწყობილი, შარვალჩახდილმა თეთრ ტანგაში თავის საყოველთაოდ ცნობილი შიშველი მეხუთე წერტილი ამერიკის დროშის ფონზე გამოამზეურა.

image

სხვა ფოტოებზე კარდაშიანი გამჭვირვალე მაისურითა და ტყავის ქურთუკით გამოჩნდა. მოდელის ერთ-ერთი ტანგა აშშ-ის დროშის გამოსახულებით არის.

image

image

როგორც ცნობილია გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და კომიკოსი პიტ დევიდსონი ცხრათვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.


ვარსკვლავების მეგობრების თქმით დაშორების მიუხედავად წყვილი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.


კარდაშიანისა და დევიდსონის ურთიერთობის შესახებ პირველი ინფორმაცია მედიაში გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა. წყვილი ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა ერთად.


ინსაიდერების თქმით დევიდსონი მაქსიმალურად მხარს უჭერდა კარდაშიანს, რომელიც მძიმედ განიცდიდა რეპერ ქანიე ვესტთან განქორწინებას. ვესტი დაშორების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა განქორწინებაზე, ასევე სოციალურ ქსელებში შეურცხყოფას აყენებდა კარდაშიანს და დევიდსონს.


წყვილის ერთ-ერთი მეგობრის აზრით დევიდსონისა და კარდაშიანის დაშორების მიზეზი შესაძლოა ასაკიც ყოფილიყო(კიმი დევიდსონზე 13 წლით უფროსია)

0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0