x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
5 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ის არ არის შენი მამაკაცი
image


ზოგჯერ, ისე აღმოვჩნდებით ჩვენთვის სრულიად შეუფერებელი ადამიანების გვერდით რომ წესიერად ამის გაცნობიერებასაც კი ვერ ვასწრებთ. ძირითადად, ეს უფრო ქალებს ემართებათ: ისინი, სერიოზული ურთიერთობისა და ოჯახის შექმნის მიზნით, ისეთ მამაკაცებს ირჩევენ, რომლებთანაც თავს კომფორტულად არ გრძნობენ, მეტიც, მათ გვერდით ყოფნა უხერხულობასაც კი უქმნით, საბოლოოდ, კი იმედგაცრუებისა და დანგრეული ოჯახების გარდა სხვას არაფერს იღებენ. აი, ის 5 ნიშანი, რომელიც იმაზე მიანიშნებს რომ ასეთ კაცთან თქვენი მომავალიც იდენტური იქნება.




1. მის გვერდით მოდუნებას ვერ ახერხებთ


image


ეს ურთიერთობის დასაწყისში ნორმალურია, მაგრამ როდესაც ასეთი დაძაბულობა ერთ წელზე მეტხანს გრძელდება, მაშინ ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ თქვენ არასწორ ადამიანთან ხართ.




2. ინტიმურ ურთიერთობებზე განსხვავებული მოლოდინები გაქვთ


image


ინტიმური სიახლოვე მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელო როლს ნამდვილად არ ასრულებს, სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშნელოვანი თქვენი სურვილების, გრძნობებისა და ექსპერიმენტებისთვის მზაობის თანხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაში სექსი ყველაზე მთავარი არ არის, ის წყვილის ცხოვრებაში მაინც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ასე, რომ ნუ უგულებელყოფთ მას!




3. მასთან ურთიერთობა არაბუნებრივად გეჩვენებათ


image


ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებთ, სასიამოვნო და კომფორტული უნდა იყოს. თუ მის გვერდით ყოფნისას გამუდმებით სასაუბრო თემებს ეძებთ, მაშინ თქვენს ურთიერთობაში რაღაც ისე ვერ არის.




4. მის გვერდით თავს ისე არ გრძნობთ როგორც უნდა გრძნობდეთ


image


მის წინაშე მაკიაჟის გარეშე, ხალათით თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მეტიც, მის გვერდით თავს ისე გრძნობთ, როგორც მიკროსკოპის ქვეშ... და კიდევ ბევრი თქვენთვის ჩვეული წვრილმანი, რომელთა დამალვასაც მის თანდასწრებით ცდილობთ... და ასე უნდა იყოთ მთელი ცხოვრება? მზად ხართ ამისთვის?




5. საკუთარი მეგობრებისთვის არ წარუდგენიხართ


image


ეს ბევრის მანიშნებელია! ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ არ სურს თავის სამეგობრო წრისთვის თქვენი გაცნობა? ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც მამაკაცი ან რაღაცას მალავს ან ურთიერთობას საკმარისად სერიოზულად არ აღიქვამს.






0
659
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
659