x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ესპანეთში ცხოვრების 20 თავისებურება, რომელთა შესახებ მხოლოდ ადგილობრივებმა იციან

image

უმეტესობისთვის ესპანეთი ასოცირდება ცეცხლოვან ფლამენკოს ცეკვასთან და კაშკაშა მზესთან. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ხედვაა ქვეყნის შესახებ. სამეფოში ცხოვრება სავსეა მისი ხშირად უნიკალური თვისებებით, რომელთა შესახებ ტურისტებმა შესაძლოა არ იცოდნენ.

1. ესპანელი ქალები ფეხებს არ იპარსავენ, ისინი ცვილის ეპილაციას იკეთებენ ან სახლში, ან სალონებში.image

2. ესპანეთში არ არის მისასალმებელი გამზადებული საკვების „გამოსწორება“. მაგალითად, ძალიან უხამსობაა საკვებში მარილის, სანელებლების ან კეტჩუპის დამატება. ჩაითვლება, რომ უბრალოდ არ აფასებთ ადგილობრივ კულტურას. მით უმეტეს, თუ ეს ხელნაკეთი საკვებია. ასეთი ქმედება შეურაცმყოფელია მზარეულისთვოს და მასპინძლებისთვის.image

3. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ქალაქ ვიგოში, აკრძალულია მოშარდვა ოკეანეში ან ზღვაში. დამრღვევებს 750 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათimage

4. ესპანეთში მცხოვრები ყოველი მეხუთე ქალი მკერდს იზრდის. ყველაზე ხშირი პლასტიკური პროცედურები, რომლებსაც ესპანელი ქალები მიმართავენ, არის მკერდის გადიდება და ლიპოსაქცია.image

5. ესპანელები ონკანის წყალს სვამენ

ქვეყანაში ონკანის წყლის დალევა სრულიად ნორმალურია. აქ ონკანის წყლის 99, 5% ითვლება უსაფრთხო დასალევად. ამის გამო, ჩამოსხმული წყლის გაყიდვები ზოგიერთ რეგიონში ისეთი მაღალი არ არის, როგორც სხვაგან. სხვათა შორის, სავსებით ნორმალურია რესტორანში ან კაფეში წასვლა და ონკანის წყლის თხოვნა.image

6. ქალაქის ბევრ ქუჩაზე უზარმაზარი ქსოვილის ჩარდახებია დამონტაჟებული. ამით ზაფხულის თვეებში ქუჩებში ჩრდილი და სიგრილე იქმნება. სიცხისგან თავის დაღწევის ეს მეთოდი ტრადიციულია ესპანეთში.image

7. პატრიკ ბლანის მიერ შექმნილი ვერტიკალური ბაღი შედგება 300 სახეობის 15-17 ათასი მცენარისგან (რაოდენობა დამოკიდებულია სეზონზე). ეს წარმოუდგენელი ბოტანიკური სკულპტურა განსაკუთრებით თვალშისაცემია ქარიან დღეებში, როდესაც მცენარეები ირხევიან და კედელი თითქოს პულსირებს.image


8. ესპანეთის ქალაქებში ბევრი ვიწრო ქუჩაა, ამიტომ ასეთი პატარა და ვიწრო ავტობუსები დადიან.image

9. ესპანეთში იყიდება ტკბილეული სახელწოდებით "Piedras de Rio" ("მდინარის ქვები"). ისინი მართლაც კენჭებს ჰგვანანimage

10. გასპაჩო ტრადიციული ესპანური კერძია, ანდალუსიური სამზარეულოს სიმბოლო. ეს არის მოწითალო შეფერილობის მსუბუქი ცივი წვნიანი გახეხილი ახალი ბოსტნეულისგან (პომიდორი, წიწაკა, კიტრი) პურით. რაც მთავარია, მას ასეთი შეფუთვითაც შეხვდებით მაღაზიებში.image

11. ქალაქ რონდაში 120 მ სიღრმის უფსკრულზე გადაყრილი ხიდია, აქ ხშირად იღებენ სატელევიზიო შოუს ეპიკურ სცენებს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენების გარეშე.image

12. თუ რესტორანში თინუსს შეუკვეთავთ, ოფიციანტმა შეიძლება QR კოდიც მოიტანოს, რათა დაასკანიროთ და გაიგოთ სად დაიჭირეს თევზი და რამდენს იწონიდა.image

13. მადრიდის მთავარი რკინიგზის სადგურის შენობაში ნამდვილი ჯუნგლებიაimage

14. ესპანეთის ქალაქებში თითქმის ყველა სახლი თეთრად არის შეღებილი. გათეთრება არა მხოლოდ ესთეტიურად სასიამოვნოდ გამოიყურება, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაა ცხელი კლიმატის გათვალისწინებით. გარედან თეთრად შეღებილი კედლები არ შთანთქავს მზის სხივებს და ინარჩუნებს სახლებს სიგრილეში მაშინაც კი, როცა გარე ტემპერატურა მაღალია.image

15. ესპანელები აღმერებენ ხამონს, მაღაზიებს ცალკე დახლებიც კი აქვთ ამ სახის ლორით. ხამონი (ან მშრალი ღორის ლორი) არის ეროვნული დელიკატესი. მასზე მნიშვნელოვანი ესპანეთში არაფერია. ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის ეს ფეხბურთზე მეტსაც კი ნიშნავს.image

16. ზოგიერთ რეგიონში კი ქალაქის დღესასწაულებზე ამზადებენ გიგანტურ პაელას და ყველას უმასპინძლდებიან.image

17. კედლებზე ხანდახან მზის საათი იხატება. ეს, კერძოდ, შეიძლება ნახოთ ვალენსიაშიimage

18. მსოფლიოში ყველაზე პატარა საერთაშორისო ხიდი. ამ ხიდის სიგრძე მხოლოდ 3, 2 მ-ია, ის აკავშირებს ესპანეთსა და პორტუგალიას. კონსტრუქცია 2000-იან წლებში აშენდა და ძირითადად ფეხით მოსიარულეთათვისაა გათვლილი, თუმცა მასზე ორბორბლიანი მანქანების გავლაც შეიძლება.image

19. ესპანეთში დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქალებს, რომლებსაც მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ, 3 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ექნებათ. საინტერესოა, რომ ზოგიერთი სამთავრობო უწყება კანონის მიღებას არ დაელოდა და მტკივნეული პერიოდის გამო თანამშრომლებს შვებულების ნებართვა ადრე მისცა.image

20. იმისდა მიუხედავად, რომ ესპანელები მთელი მსოფლიოსთვის ჩვეულ დროს სადილობენ (14:00), ვახშამზე საკმაოდ გვიან სხდებიან - 22:00 საათზე, ან უფრო გვიან. რესტორნები და კაფეები, რომლებიც სავსეა პატარა ბავშვებით მშობლებით, მათ შორის ჩვილებით, ხალხი შუაღამემდე მხიარულობს.image

2
646
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
646
  
2022, 8 სექტემბერი, 22:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2