x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როცა იღბალი, მფარველი ანგელოზები და ყველა კონფესიის ღმერთი შენს მხარესაა
image

2010 წლის 7 სექტემბერს ციმბირის ცაზე მფარველი ანგელოზების რაოდენობამ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა და ყველა აღმსარებლობის, რელიგიისა და ეროვნების ღმერთი სოფელ იჟმაში შეიკრიბა. სასწაული და იღბლიანი დამთხვევა. ბედნიერი ეკიპაჟი და 72 მგზავრი. ავიაციის ისტორიაში ეს საგანგებო სიტუაცია, მაგრამ არა კატასტროფა, ისტორიაში შევა, როგორც იჟმის სასწაული.


2010 წლის 7 სექტემბერს, დილის ოთხის ნახევარზე, ავიაკომპანია Alrosa-ს Tu-154M თვითმფრინავი აფრინდა ქალაქ უდაჩნის (იაკუტია) აეროდრომიდან და გაემართა მოსკოვისკენ. ხუთნახევარი საათის შემდეგ ის დომოდედოვოში უნდა დაშვებულიყო. ბორტზე ეკიპაჟის ჩათვლით 81 ადამიანი იმყოფებოდა. აფრენიდან სამნახევარი საათის შემდეგ პრობლემები დაიწყო. ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავის აკუმულატორები აღარ მუშაობდა (მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი გადახურდა თერმული გარბენის შედეგად). ერთი მეორის მიყოლებით ყველა ელექტრონული სისტემა გაითიშა: ავტოპილოტი, ნავიგაცია. თვითმფრინავი ფაქტიურად ბრმად მიფრინავდა მოღრუბლულ ცაში. საწვავი დარჩა ნახევარი საათის მარაგი, რადგან საწვავის ტუმბოები, ელექტროენერგიის უქონლობის გამო, ასევე არ მუშაობდა და საწვავს ავზებიდან ვერ ქაჩავდა.


კაპიტან ევგენი ნოვოსელოვის შემცვლელემა ანდრეი ლამანოვმა მოგვიანებით თქვა, რომ ყველაზე საშინელი მომენტი იყო ყველა საკომუნიკაციო სისტემის გათიშვა. ეკიპაჟმა მოახერხა გადაეცა ქალაქ სიქტივკარში ავარიული დაშვების მოთხოვნა, მაგრამ ამის შემდეგ დისპეტჩერებთან კავშირი გაწყდა და მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს.



”იმასაც აიტანდა კაცი, რომ სანავიგაციო მოწყობილობები არ მუშაობდა, თუ კი დისპეტჩერს დაუკავშიდებოდი, მას შეეძლო ჩვენი მართვა, ეთქვა საით წავიდეთ - მარჯვნივ, მარცხნივ, ქვევით, ზევით”, - თქვა ლამანოვმა.


სიქტივკარში თვითმფრინავის დაშვება შეუძლებელი აღმოჩნდა - პილოტებმა უბრალოდ არც კი იცოდნენ საით გაფრენილიყვნენ. გადაწყდა ღრუბლების გარღვევა და ხედვის არეალით ავარიული დაშვების ადგილის მოძებნა. სიჩქარე უზარმაზარი იყო, სიმაღლე მცირე - ხედი შეზღუდული.


ინსტრუმენტებიდან დარჩა მხოლოდ კომპასი და ჭიქა წყალი, რომელთა დახმარებით მფრინავები თვალყურს ადევნებდნენ თვითმფრინავის პოზიციას სივრცეში.


ღრუბლებიდან რომ გამოძვრნენ, პირველი რაც დაინახეს იყო ტაიგა და მდინარე იჟმა. სერგეი ტალალაევიმა დაინახა კუნძულის მსგავსი რაღაც. მათ იქ დაჯდომა გადაწყვიტეს და როცა ლამანოვმა მარჯვენა მხრიდან დაიწყო დაშვება, ტალალაევმა ამ დროს ბეტონის აეროდრომი დაინახა. აბსოლუტურად უდაბურ ტყეში. პილოტებმა თვალებს არ დაუჯერეს, ჰალუცინაცია ეგონათ, მაგრამ მოემზადნენ დასაჯდომად.

image

ორჯერ ტუ-154-მა სცადა დაჯდომა, მაგრამ ორჯერვე ისევ აფრინდა. მხოლოდ მესამედ შეძლეს პილოტებმა თვითმფრინავის დაშვება ბეტონის ასაფრენ ბილიკზე, რომლის სიგრძე მხოლოდ 1300 მეტრი იყო იმისდა მიუხედავად, რომ თვითმფრინავის დაშვების სიჩქარე იყო 380 კმ/სთ, რაც ნორმაზე 100 კმ. / სთ მეტი იყო. ელექტრონიკის გაუმართაობის გამო პილოტები ვერ აკონტროლებდნენ ფრთების მოძრავ დაფებს და შესაბამისად ვერ შეანელეს თვითმფრინავი.

image

თვითმფრინავი აუცილებლად გასცდებოდა ასაფრენ ბილიკს, რომლის იქითაც ტყე იწყებოდა.


„მთელი ფრენის დროს ყველაზე ძალიან მაგ დროს შემეშინდა, რადგან ეს უკვე საწყენი იყო: კარგი, როგორ იქნა დავეშვით, დავჯექით, ვანელებთ სიჩქარეს და ახლა ამ ტყეში რომელიმე არყის ხე მომხვდება შუბლზე და ეს ყველაფერი ამით დასრულდება?!" - იხსენებს ხომალდის მეთაური ევგენი ნოვოსელოვი.

image

მაგრამ 100 კმ/სთ სიჩქარით თვითმფრინავი კორომში შევარდა და გაჩერდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გადარჩა.

image

ასაფრენი ბილიკიდან 164 მეტრი სვლის შემდეგ ხომალდი მიწაში გაიჭედა. ბორტგამცილებლებმა საავარიო ტრაპებნი ჩამოწიეს, ბედნიერი მგზავრები ვერ იჯერებდნენ, რომ ყველაფერი ბედნიერად დასრულდა.

image

"წინა ბორბლები მიწაში ორმოცდაათი სანტიმეტრით ჩაეფლო", - იხსენებს აეროპორტის მომვლელი სერგეი სოტნიკოვი.(ქვემოთ ფოტოზე) ის, რომელიც მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში რეგულარულად ასუფთავებდა ასაფრენ ბილიკს, რომელზედაც დიდი ხანია არავინ ჯდებოდა და საიდანაც დიდი ხანია არავინ ფრინდებოდა.


image

იმ დღეს შვილიშვილი სკოლაში მიჰყავდა, როცა შეატყობინეს, რომ ასაფრენ ბილიკზე რაღაც თვითმფრინავი ტრიალებდა და აშკარად დაშვებას გეგმავდა. სოტნიკოვი ყურებს არ უჯერებდა, რადგან ეს აეროპორტი დიდი ხნის განმავლობაში რეესტრში აღარ ირიცხებოდა. შემდეგ მან გაიგო, რომ ლაინერი წარმატებით დაეშვა.



image

იჟმას აეროპორტი 1978 წელს გაიხსნა და ახალგაზრდა სერგეი სოტნიკოვი იმ შორეულ სოფელში სამუშაოდ გაანაწილეს. გზები ცუდი იყო და პატარა თვითმფრინავები იქაურ მაცხოვრებლებს ძალზე ეხმარებოდნენ.


თვითმფრინავებით აწვდიდნენ საკვებს, პენსიებს.ხოლო ადგილობრივები სიქტივკარში დაფრინავდნენ საქმეებზე, ოფიციალურ პირებთან მიღებაზე თუ ექიმთან სამკურნალოდ. ფრენა სამი მანეთი ღირდა. მაგრამ 90-იან წლებში ყველაფერი შეიცვალა: ადგილობრივი აეროპორტების სახელმწიფო სუბსიდიები უბრალოდ შეუჩერდათ და ბილეთის ფასი ზედმეტად მაღალი გახდა იჟმას მაცხოვრებლებისთვის. თანდათან შემცირდა ფრენების რაოდენობა და პერსონალიც. 2003 წელს აეროპორტი დაიხურა და დარჩა მხოლოდ მიტოვებული აეროპორტი, რომლის ხელმძღვანელიც და ხელქვეითიც სერგეი სოტნიკოვი იყო.


"ასე რომ, დადგა ის დღე, როცა ასაფრენი ბილიკი ვინმესთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მაგრამ არ შემეძლო მისი დატოვება, იმის ყურება, თუ როგორ იზრდება იქ სარეველა ბალახები და ბუჩქები. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ცხოვრება აქ გავატარე, იმდენი დრო და ენერგია ჩავდე ამ საქმეში. დრო.”


2000-იან წლებიდან მოყოლებული ასაფრენი ბილიკის გასუფთავება მისთვის ერთგვარ რიტუალად იქცა.


იჟმას ინციდენტის შესახებ მთელი მსოფლიოს პრესა წერდა. დაჯილდოვდნენ ბორტგამცილებლები და პილოტები, მაგრამ მათ მაშინვე არ გაახსენდათ სერგეი სოტნიკოვი.

image

მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაჯილდოვდა სამშობლოსათვის დამსახურებისთვის II ხარისხის მედლით. ასევე მოუმატეს პენსია და დამპატიჟეს ცენტრალური ტელეარხების გადაცემებში. რუსმა ბლოგერებმა ფული შეაგროვეს Yamaha-ს თოვლმავალზე, რათა მომვლელს გაადვილებოდა ასაფრენი ბილიკის მოვლა.


მთელი ამ აჟიოტაჟის შემდეგ სოტნიკოვს იმედი ჰქონდა, რომ აეროპორტი კვლავ იმუშავებდა და თვითმფრინავები კვლავ იფრენდნენ.

image


სოფელში ყველანაირი ჩინოვნიკი ჩადიოდა და ათასგვარ დაპირებას იძლეოდა 2016 წლის გაზაფხულზე სერგეი გაპლიკოვი (კომის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი) ჩავიდა სოტნიკოვთან სურათის გადასაღებად. არჩევნები კარზე იყო მომდგარი და გმირთან ერთად გადაღებული ფოტო ძალზე დამეხმარა. დაჰპირდა, რომ აეროპორტი კვლავ იმუშავებდა და წავიდა.


რა თქმა უნდა სოტნიკოვს მას შემდეგ ის არც უნახავს და არც არაფერი სმენია.

3
389
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
2022, 13 სექტემბერი, 0:48
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 სექტემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3