x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად
დუბაის ინოვაციების ინსტიტუტის ახალგაზრდა დიზაინერმა, მაზიარა ეტეკადიმ შექმნა უჩვეულო რობოტი, რომელიც შექმნილია უდაბნოში სამუშაოდ. მანქანა A'seedbot მზის პანელებით აღჭურვილია. დღისით რობოტი მზით იმუხტება, ღამით კი ტერიტორიის კეთილმოწყობით დაკავებულია.


რა საჭიროა რობოტი

image

შემქმნელის თქმით, რობოტის მთავარი მიზანია არაბეთის გაერთიანებული საემიროების უდაბნო რეგიონების გამწვანებაა. მანქანა აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომლითაც ნიადაგის ტიპს განსაზღვრავს. რობოტი ასკანერებს დედამიწას და ადგენს ვარგისია თუ არა მცენარეების გასაზრდელად ნაყოფიერების და ტენიანობის თვალსაზრისით. ამ ფაქტს ერთ-ერთი „თვალით“ აფიქსირებს. შემდეგ, რობოტი აღმოჩენილ ტერიტორიაზე გვალვაგამძლე მცენარის თესლს რგავს.


ავტონომიური მანქანა

image


რობოტს აქვს ჩაშენებული სენსორები, რომლითაც აღმოაჩენს დაბრკოლებებს და ადვილად გვერდს უვლის. A'seedbot-ის 3D პრინტით დაბეჭდილი „ფეხები“ ისეა შექმნილი, რომ მანქანა ადვილად გადაადგილდეს ქვიშაზე. რობოტი მუშაობს სრულიად ავტონომიურად. ადამიანის ჩარევა მხოლოდ თესლის შესავსებად არის საჭირო. აპარატის მუშაობის რადიუსი დაახლოებით 5 კმ–ია.


კონსტრუქტორი

image

მაზიარა ეტეკადი დუბაის დიზაინისა და ინოვაციების ინსტიტუტის სტუდენტია. თავისი რობოტი ფართო საზოგადოებას Global Grad Show-ს გამოფენაზე წარუდგინა. ამ გამოფენაზე, როგორც ცნობილია, გადაუდებელი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების სფეროს საუკეთესო პროექტების პრეზენტაციები იმართება.


მაზიარი თავის იდეას არ თვლის რაღაც უჩვეულოდ. მისთვის ძალიან ადვილი იყო მებაღე რობოტის გამომუშავება. რობოტი გამოფენაზე მოხვდა, რადგან აქამდე მსგავსი რამ არავის მოუფიქრებია. სტუდენტს უბრალოდ საემიროებში უდაბნოების მეტად გამწვანება სურდა. ამ დროისთვის მუშაობს რობოტის სხვა ვერსიაზე, რომელიც რამდენიმე სახეობის ქვიშაზე ჩაძირვის გარეშე გადაადგილებას შეძლებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს

2. მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს

3. რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია

4. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

5. პარიზის ზოოპარკში ახალი ცხოველი ჰყავთ: „წვეთი“, რომელიც ინტელექტით გამოირჩევა

6. აშშ-ში სამკაულით კონტრაცეპტივების ტესტირებას ატარებენ

0
488
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
488