x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„მიშა 90 კილომდე იწონის, თვალში საცემია, რომ ძალიან დასუსტებულია“ - შალვა ხაჭაპურიძე
image


სააკაშვილის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში 1 წელი სრულდება, ამ ხნის მანძილზე არ გასულა დღე, რომ მის შიმშოლობასა და წონის კარგვაზე ღია განცხადებები არ გვესმინა. მეთორმეტე თვეა, ყოველდღიურად გვესმის, რომ პატიმარი წონაში იკლებს. დღეს კი ადვოკატმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო მონაცემებით ამჟამად 90 კილოგრამამდე იწონის.


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და თვალში საცემია წონის კლება.


„სტაბილურად რთული მდგომარეობა აქვს, ისევ ის ჩივილები აქვს და რაც უკვე თვალში საცემია, ძალიან დასუსტებულია, სადღაც 89 კილოზე არის ჩამოსული, რაც სიმართლე გითხრათ ვერ გავარკვიეთ რისი ბრალია. ახლა მუშაობენ ექიმები და ექსპერტები. მარიამ ჯიშკარიანს დამთავრებული აქვს საექსპერტო სამუშაოები. ახლა ველოდებით ამერიკელი ექსპერტების დასკვნებს და მუშაობას“, - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. /6 სექტემბერი/



29 აგვისტოს განცხადება: „ის არის ავადმყოფი, რომელსაც ოდნავ ემოციას შეატყობ“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს ის ადამიანი აღარ არის, ადრე ვინც იყო.


„ჩვენ არ ვიცით რას იტყვიან ექსპერტები და რა დასკვნა დაიდება. ვნერვიულობთ ამ საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილის პოზიცია ექსპერტების გამოჩენასთან დაკავშირებით არის სასიხარულო, ის ოპტიმისტურად განეწყო. ფსიქოემოციური დამოკიდებულების მკვეთრად გამოხატვა არ შეუძლია, ის არის ავადმყოფი, რომელსაც ოდნავ ემოციას შეატყობ. ჩემი აზრით, იმდენად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზიანებული, რომ თუ ამ ადამიანს იცნობდით, გაგიჭირდებათ იმის თქმა, რომ ეს ის იგივე ადამიანია“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.


„კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა“, - ამის შესახებ გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.


„ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ იმედიანად ვარ. საბოლოო დასკვნა უნდა განიხილოს საქმის მოსამართლემ. ჩემი შვილის საქმეში კითხვის ნიშნებს ბევრი რამ აჩენს. ახლა ყველაზე მეტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაწუხებს, ის მძიმედაა.


ამჟამად მისი მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც კარგი - კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე იყო. დრო გადის, ჩვენ კიდევ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ვაკვირდები შვილს და ის ყოველ დღე კიდევ უფრო მეტად სუსტდება, ამიტომ მინდა, რომ დასკვნები მალე გამოქვეყნდეს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა.

0
188
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0