x
მეტი
  • 31.01.2023
  • სტატია:125293
  • ვიდეო:355889
  • სურათი:498178
“მეტს მაინც არ ვიმსახურებთ” - რა ფოტოებს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის აეროპორტში გადაღებულ ფოტოებს აზიარებს და წერს:


"წუხანდელი რიგი საპასპორტო კონტროლზე თბილისის აეროპორტში. პრინციპში მეტს მაინც არ ვიმსახურებთ. მილანის აეროპორტს ვინც ადარებთ ცოტა ციფრებშიც გაერკვიეთ. თბილისის აეროპორტი წელიწადში მაქსიმუმ 5 მილიონ მგზავრს ატარებს, მილანის კი 25 მილიონს.


თბილისის აეროპორტში ჩამოსვლაზე ასეთი ბარდაკი 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა. ხალხი მოძრავ ესკალატორზე ერთმანეთს ასკდებოდა ბაქანზე ცარიელი ადგილი რომ არ იყო" - ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში, რომელსაც საკუთარი სიტყვების დასტურად აეროპორტში გადაღებული ფოტოები მოჰყვას.


imageimage



0
800
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
800