x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ირანში ორი ლგბტ უფლებადამცველი სიკვდილით დასაჯეს
image

ირანში ორ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველს სიკვდილი მიუსაჯეს .


ქალაქ ურმიის რევოლუციურ სასამართლოში 31 წლის ზაჰრა სედიგი-ხამედანს და 24 წლის ელჰამ ჩუბდარს სასიკვდილო გამაჩენი გამოუტანეს. მესამე აქტივისტზე, 52 წლის სოჰეილა აშრაფზე, საქმეა აღძრული, მაგრამ განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.



ზაჰრა და ელჰამი ამჟამად ურმიის ცენტრალური ციხის ქალთა განყოფილებაში იმყოფებიან. იანვარში პროკურორებმა ისინი დაადანაშაულეს „ დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში“ „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში“, „ანტიისლამურ მედიასთან კავშირში“ და „ქრისტიანობის ხელშეწყობაში“.




ამ ამბავმა, რომ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, აღშფოთება გამოიწვია ინტერნეტში, იურისტები და უფლებადამცველთა ჯგუფები სოციალურ მედიაში აპროტესტებდნენ ქალების სასჯელს და მიიჩნევენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან.



ირანის ხელისუფლება იყენებს ტერმინს „კორუფცია დედამიწაზე“ რიგი დანაშაულების, მათ შორის ისლამურ მორალთან დაკავშირებული დანაშაულების აღსანიშნავად.



ზაჰრა პირველად დააკავეს გასული წლის ოქტომბერში თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობი დროს, თავშესაფრის მოთხოვნით და როგორც ამბობენ, ის 53 დღის განმავლობაში იჯდა სამარტოო საკანში.


ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ განაცხადა: ”ორი ადამიანის სიკვდილით დასჯის გამო ღრმა შეშფოთების გამოვხატავთ, ჰენგაუ ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ურმიის პროკურატურა და რევოლუციური სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასამართლოა პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ლგბტ ბრალდებულებთან მიმართებაში. რომლებიც, როგორც წესი, არ აკმაყოფილებენ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და პატივს არ სცემენ ბრალდებულის უფლებებს.



მთლიანობაში, ირანს ლგბტ უფლებების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხომეინიმ ჰომოსექსუალობას დასავლურ ცივილიზაციაში გავრცელებული „მორალური დეპრივაცია“ უწოდა. ერთსქესიანთა ურთიერთობები ისჯება პატიმრობით, ფიზიკური დასჯით, ჯარიმით ან სიკვდილით.

0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0