x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, შემრცხვებოდა" - რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის" წევრი, ლევან ლორთქიფანიძე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ, მისი მეოთხე შვილის ასევე კერძო სკოლაში შეყვანის ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარის პოსტით ეხმაურება და წერს:


"მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ან დეპუტატი და ჩემი ოთხივე შვილი კერძო სკოლაში დადიოდეს, შემრცხვებოდა.


ეს სურათი ასე აღიქმება ხალხში:


ჩემი შვილი კარგ განათლებას მიიღებს, რადგან სწავლის ქირის გადახდა შემიძლია, თქვენ კიდევ თავი რომ მოიკლათ, ისეთ საჯარო სკოლას ვერ მოძებნით, რომელსაც ჩემს შვილს ვანდობდიო.


მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, ხელისუფლების ყველა წევრს დავავალდებულებთ, რომ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიყვანონ შვილი ეროვნულ, მშობლიურ, სახელმწიფო სკოლაში." - ვკითხულობთ პოლიტოლოგის პოსტში, რომელიც პრემიერის გვერდზე გაზიარებულ ფოტოს აქვეყნებს.


image









0
347
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
347