x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რას წერს ტელეეკრანიდან მიღებული ინფორმაციით აღელვებული გრიგოლ ონიანი

image
"თანამოქალაქენო! გამაოგნებელია ნაც-სექტის მოთხოვნები მომავალ ხელისუფლებაში მათი, თუნდაც ერთი კაცის, შეყვანის თაობაზე.


ნაც-სექტა არა მიკროფონებით გაწყობილ თეთრშალითა გადაფარებულ მაგიდებს უნდა უსხდნენ, არამედ ისინი გამომძიებლების წინ მაგიდებთან უნდა იჯდნენ და ჩვენებებს აძლევდნენ თავიანთ დანაშაულებზე ახალ გარემოებათა გამომჟღავნების თაობაზე.


ქართველ ხალხს არ უნდა ნაც-სექტის მონაწილეობით არჩეული გენერალური პროკურორი, სახალხო დამცველი, უზენაესი მოსამართლე თუ სამხედრო მინისტრი.


დემოკრატობანას თამაშმა ჩაილურის წყალი დალია. ამერიკელი დემოკრატები - რესპუბლიკელებს ქვეყნის მტრებს ეძახიან და ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტს ქვეყნის მოღალატის იარლიყით მიმართავს.



გამოიღვიძეთ, ხალხნო! ნუთუ ასე გამოთაყვანდა საზოგადოება, რომ უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებულ ქართველ აგენტებს ხელისუფლებაში სავარძლები უნდა დავუთმოთ?! მარასოდეს! არა და არა!


ამას საყოველთაო აღელვება და განუკითხაობა მოჰყვება. ხელისუფლების წარმომადგენლებო, შეწყვიტეთ ამერიკიდან ყურით მოთრეული დემოკრატობანას თამაში და საქმეს მიხედეთ!


ნუ დაჯდებით სასაუბროდ ხალხის მტრებთან თუ თქვენც ხალხის მტრები არა ხართ.


ტელეეკრანიდან მიღებული ინფორმაციით აღელვებული გრიგოლ ონიანი." - წერს გრიგოლ ონიანი.

0
241
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0