x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ლაშა ბექაური: "...საიდან ტყდება ფული? ..სუბსიდირების თანხას ჯიბეში იდებენ.."
image



დედოფლისწყაროს რაიონის მევენახეები და ფერმერები, უკმაყოფილო არიან ყურძნის ფასებით. სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერი ლაშა ბექაური აცხადებს:





" საფერავი 1 ლარი და 55 თეთრი, რქაწითელი 95 თეთრი, 4 წელია ეს ფასები ერთ ადგილზეა გაჩერებული, ეს იმ ფონზე, როცა წინა წლებთან შედარებით საწვავი არის გაორმაგებული, ადრე თუ ღირდა 2ლარი და 50 თეთრი, ახლა არის 4 ლარი და 60 თეთრი, შხამქიმიკატები საკმაოდ გაძვირდა, გაძვირდა ასევე მუშახელი, მწვანე ოპერაციების დროს თუ ვიხდიდით 30 ლარს, ახლა მუშა ხელი ღირს 50 ლარი.ტექნიკაც საგრძნობლად გაძვირებულია, რა ლოგიკაში ჯდება ეს ფასები ვერა ვხვდები.წლიდან წლამდე ვშრომობთ, ელემენტარულს ვითხოვთ, დაგვიფასდეს შრომა, ვაპროტესტებთ ამ ფასებს!




რაც შეეხება სუბსიდირებას - ეგეც თვალის ასახვევად არის, რეალურად ბიუჯეტის ფულს ტეხავენ და ჯიბეში უშვებენ. შევეხები ყურძენს, რაც კარგად ვიცი, რადგან 15 წლიანი შეხება მაქვს. წინა ხელისუფლების დროს დარგს გაუჭირდა რუსეთის ემბარგოს დროს, შესაბამისად სუბსიდირება რეანიმაციად განიხილეს (მაგასაც არ ვეთანხმები, ან ფორმა უნდა ყოფილიყო დარგის დასიბსიდირების მეტად დახვეწილი, მაგრამ მათაც ხმები აინტერესებდათ ხოლმე და არა რეალურად პრობლემის გადაჭრა)...







ესენი რომ მოვიდნენ, შეხედეს მაგ სქემას, მშვენიერი გზა იყო ფულის მოტეხვის, ადრე სახელმწიფო თუ პირდაპირ ფერმერს გვირიცხავდა სუბსიდირებას ბანკში და ასე თუ ისე, ფიქტიურად ძნელი იყო ვინმეზე სუბსიდირების გაცემა, ამ ჯიგრებმა კიდევ შეცვალეს მეთოდი და ქარხნებს აძლევენ და ისენი საკუთარ და სუბსიდირებულ მოცულობას გვირიცხავენ ერთად, ზოგი საერთოდ ხელზე გაცემს. და საიდან ტყდება ფული?! ფიქტიურად ატარებენ ვითომ ვინმემ ჩააბარა ყურძენი და სუბსიდირების თანხას იდებენ ჯიბეში, და ვინ არიან ძირითადად მსხვილი ქარხნების მეპატრონეები აბა გამოიკვლიეთ! რეალურად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იმდენს ფიქტიურს ატარებენ რომ ბიუჯეტის ფულით იხდიან თავის წილსაც! არანაირი "ბაზრის უხილავი ხელი" ან ტყუილი ჭარბი მოსავლიანობა, მარტივად ჭამთ მაგ ზღაპრებს, კი აწყობთ ფურცელზე ჭარბი მოსავალი, მეტ ფიქტიურ დასასუბსიდირებელ თანხას მოტეხავენ ბიუჯეტიდან! საერთოდაც გარიგებული - კარტერული ფასწარმოქმნა არის მე-4 წელია.




თუ არ დაგვიდგებიან მხარში, არჩვენებზე რომ მოვლენ და მოითხოვენ ხმებს, მიიღებენ ადეკვატურად ხმებს! საერთოდ იმ დონემდე შეიძლება მივიდეს ხალხი, რომ შეიძლება თავი გაანებონ ვენახების გაშენებას და მოვლა-პატრონობას"



ახალგაზრდა ფერმერი სოფლის ჯანსაღ ნაწილთან ერთად გეგმავს საპროტესტო გამოსვლებს.

0
451
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0