x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ბატონებო, თქვენ ხართ მხეცები და დაწყევლილი იქნებით საკუთარივე ქვეყნის მიერ" - პუგაჩოვა-სოლოვიოვის დაპირისპირება გრძელდება
image

პრიმადონამ ტელეწამყვანის სიფათის მინგრევა ისურვა.


ალა პუგაჩოვასა და ვლადიმერ სოლოვიოვს შორის კონფლიქტი გრძელდება. რადენიმე დღით ადრე, პრიმადონამ აღიარა, რომ იგი რუსეთში დაბრუნდა ერთი ადამიანის „სიფათის მინგრევის“ სურვილით. მედიამ მაშინვე გაარკვია, რომ საუბარი იყო პუტინის პოლიტიკის რუპორზე, ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვზე.


იგი მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა პუგაჩოვას, რომელმაც დატოვა რუსეთი და მას მოღალატეს უწოდებდა.



«Полный контакт»-ის (სრული კონტაქტი) შოუს ეთერში ვლადიმერ სოლოვიოვმა კიდევ ერთხელ უკბინა ალა პუგაჩოვას და განაცხადა, ის სამშობლოში იმიტომ დაბრუნდა, რომ ფული გამოელიაო. ამის საპასუხოდ მომღერალმა უპასუხა, რომ ტელეჟურნალისტი სიბოროტისგან და ბრაზისგან ლამისაა გასკდეს.


ვლადიმერ სოლოვიოვი ვალში არ დარჩადა განაგრძო პუგაჩოვასთან დაპირისპირება. მორიგ ლაივში მან პოპ-დივას პასუხი მოსთხოვა - კერძოდ, ტელეწამყვანს აინტერესებს ვინ და რამდენი "გაუგზავნა ნაღდი ფული" 1990-იანი წლებიდან მოყოლებული.


მაშინ მომღერალი მხარს უჭერდა სხვადასხვა პოლიტიკურ კანდიდატებს, მონაწილეობდა საპრეზიდენტო თუ გუბერნატორების საარჩევნო კამპანიაში.


„რუსეთში დაბრუნებულმა პუგაჩოვამ ერთ დროს პირობა დადო, რომ პირს მოაღებდა და ყველაფერს იტყოდა. ალა ბორისოვნა, დადგა დრო. მოდით! დაიწყეთ საკუთარი თავით ... მხოლოდ ისე, რომ ხალხმა გაიგოს თქვენი მიუკერძოებელი აზრისა და თქვენი სიყვარულის ფასი, ”- განაცხადა ვლადიმერ სოლოვიოვმა.

მალევე გამოჩნდა პრიმადონას პასუხი სოციალურ ქსელში, რომლის ადრესატიც სავარაუდოდ არა მარტო სოლოვიოვი, არამედ რუსული საზოგადების არც თუ მცირე ნაწილია .


პოპ-მომღერალმა გააზიარა რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ფილმის "Раба любви”-ის(სიყვარულის მონა)ნაწყვეტი, სადაც ელენა სოლოვიოვას გმირი წარმოთქვამს შთამბეჭდავ ფრაზას: "ბატონებო, თქვენ ხართ მხეცები..ბატონებო, თქვენ დაწყევლილი იქნებით საკუთარივე ქვეყნის მიერ".


0
1042
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1042
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0