x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შენი მომავალი წალკაში
პანორამა დაშბაში
2022 წლის 2 სექტემბერს, ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში სენისა და წალკის ლაგის გუნდმა უმანსპინძლა მედიის წარმომადგენლებს. მედიატურის ფარგლებში შესაძლებელი გახდა წალკის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდა. პროექტის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს ჰქონდეთ წვდომა წაკლის მუნიციპალიტეტის ძლიერი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.imageimage

დაშბაშის კანიონი

პროექტის"ეს წალკაა" ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ: წალკის კანიონს; პანორამა დაშბაშს; ეთნო სახლს; სასათბურე და საკარტოფილე მეურნეობებს; ასევე, სახელოვნებო სკოლა ალუბლის ბაღს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წალკის მუნიციპალიტეტში წალკის ლაგის გუნდის ჩართულობითა და ენპარდის მხარდაჭერით გაიხსნა უამრავი დაწესებულება, მათ შორის: კლინიკა; ესთეტიკის ცენტრი;კაფე; კოტეჯები; სასტუმროები; სახელოვნო სკოლა და სხვა. გარდა ამისა დაფინანსდა უამრავი მცირე ბიზნესი და განხორციელდა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის ხელშემწყობი პროექტები. image

წალკის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ტურიზმის განვითარებით. აქ შეხვდებით კეთილმოწყობილ საოჯახო სასტუმროებს, კოტეჯებს, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეკოლოგირად სუფთა მასალისგან აშენებული სასტუმროები, ულამაზესი ხედებითა და გამორჩეული ინტერიერით მოგცემთ საშუალებას თავი იგრძნოთ ჰარმონიულ გარემოში. სწორედ ასეთი გარემო დაგხვდებათ პანორამა დაშბაშსა და ეთნო სახლში. imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



წალკის მუნიციპალიტეტი ტურიზმის გარდა გამორჩეულია სოფლის მეურნეობითაც. მოსახლეობამ მიწათმოქმედებას აქტიურად მიჰყო ხელი, მას შემდეგ რაც ენპარდის პროექტმა წალკის ლაგის გუნდთან ერთად აქტიურად შეუწყო ხელი ყველას, მათ შორის მცირე მეწარმეებსაც.


წალკის მუნიციპალიტეტში მოყჰავთ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული, მარცვლეული და ა.შ. მოსახლეობა პროდუქციას რეალიზაციას ადგილზე უკეთებს და მუდმივად ორიენტირებულია, რომ მათი პროდუქტი იყოს 100%-თ ჯანსაღი და სასარგებლო, რაც უმნიშვნელოვანესია. ასეთ პროდუქტს გვთავაზობს "სასათბურე მეურნეობა თანამედროვე სოფელი", სოფელ განთიადში.imageimageimage



წალკის მუნიციპალიტეტში შეხვდებით ხორბლის უცხოურ ჯიშებს, მათ შორის ავსტრიულს, ასევე კარტოფილის მრავალ ჯიშს, როგორიცაა ჰოლანდიური, გერმანული და სხვა. ეს პროდუქტი იწარმოება "წალკის საკარტოფილე მეურნეობაში", სოფელ გუმბათში. imageimageimage
image




კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სახელოვნებო სკოლა "ალუბლის ბაღი", რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტის "ეს წალკაას" ფარგლებში. ამ დაწესებულებაში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის: ფორტეპიანო; ვიოლინო; ვოკალი; ხატვა; დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება და გიტარა. პროგრამას მომავალში დაემატება ხალხური საკრავებიც. აღნიშნულ სკოლაში სწავლობს 70 მოსწავლე, რაც მხოლოდ დასაწყისია, რადგან "ალუბლის ბაღში აღსაზრდელები იღებენ როგორც პრაქტიკულ განათლებას, ისე სულიერ საზრდოს, რაც გამოცდილი პროფესურისა და უდიდესი ენთუზიაზმის მაგალითს გვაძლევს. imageimageimageimageimageimageimageimage








წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი არეალია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ახალ სიცოცხლეს და ხელშეწყობას, რომელიც ენპარტისა და ლაგის ჯგუფის მხარდაჭერით, ინიციატივითა და უდიდესი მონდომების წყალობით მიიღო.თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად ავითარებს, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა სახის პროექტის განხორციელებას, რაც აუცილებლად დაუმკვიდრებს წალკის მუნიციპალიტეტს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ახალ ტურისტულ ცენტრს.


სტატიის ავტორი: გვანცა მღებრიშვილი

2022/09/02.



0
82
შეფასება არ არის
ავტორი:მღებრიშვილი გვანცა
მღებრიშვილი გვანცა
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0