x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მიხეილ ბულგაკოვი - მორფი
ბედნიერება ჯანმრთელობასავითაა, როცა იგი შენი ხვედრია, მას ვერც კი ამჩნევ, მაგრამ საკმარისია, დრო გავიდეს და ბედნიერება წლებმა თან გაიყოლოს, მაშინვე იგრძნობ და გაგახსენდება ის ბედნიერი დღეები, ოჰ, როგორ გაგახსენდება!

1925 წელს, გამოჩენილ რუს მწერალს, მიხეილ ბულგაკოვს მოთხრობების ციკლის “ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები” შექმნა გადაუწყვიტავს, რომლის ერთ-ერთ საკვანძო ნაწარმოებს “მორფი წარმოადგენს. მოთხრობის მთავარ გმირებად ექიმები პოლიაკოვი, ბომგაარდი და ექიმი პოლიაკოვის ჩანაწერები გვევლინებიან.

ექიმი პოლიაკოვი მძიმედ ავადდება, რის გაგების შემდეგაც ექიმი ბომგაარდი თავს დავალებულად გრძნობს, მისი ყოფილი ახლობლის მოსანახულებლად გაემგზავროს. რაღაც მიზეზ(ებ)ის გამო, რაზეც აქ საუბარს არ ვაპირებ, რათა უშუალოდ ნაწარმოების წაკითხვის ინტერესი ჯერ კიდევ შეგინარჩუნოთ, ექიმ ბომგაარდს პოლიაკოვის დღიური ჩაუვარდება ხელში. დღიურში თავიდან ბოლომდე გამოთხრობა აგებულია ექიმის ჩანაწერებზე. პოლიაკოვის საინტერესო ჩანაწერებიდან კი სადაც ყველა მორალური თუ რიცხვობრივი სახის ინფორმაციაა შეტანილი, ირკვევა, თუ როგორ გახდა ახალგაზრდა ექიმი მორფზე დამოკიდებული. თითქოს მასთან ახლომყოფების, მაგალითად, ანა კირილოვნას მორალური დახმარების გაწევის მცდელობა/სურვილი უნდა შენიშნულიყო პოლიაკოვის მხრიდან, თუმცა მორფზე დამოკიდებულებასთან საკუთარ თავთანვე თავის უშედეგო მართლება და ნარკოტიკის კონცენტრაციის თითოეული მეათედ-მეასედის თვლა უშედეგოა…(?)

მიხეილ ბულგაკოვის ამ შედევრის წაკითხვას ჯერ მარტო იმიტომ გირჩევთ, რომ კარგად დაინახოთ ჯერ ნებისმიერი ადამიანის, შემდეგ კი ექიმის, ანუ ნარკოტიკულ საშუალებებთან და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ახლოს მყოფი ადამიანის, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური დეგრადაცია. მოთხრობის წაკითხვის შემთხვევაში, ასევე მოგეცემათ საშუალება, შეიცნოთ ყველა ის საფეხური, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ნარკოტიკული საშუალებების მიღების დროს გადის, რათა ერთხელ და საბოლოოდ გახდეს იმ ქორივით სწრაფი ნაკადულის ნაწილი, რომლიდან გამოერთებაც “შეუძლებელია”.



image






0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0