x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მას სამარეში 12 ცხენი და 16 ქალი "ჩააყოლეს"... – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

ლეგენდის თანახმად, როდესაც ჩინგიზ-ყაენი გარდაიცვალა, მისი ანდერძის თანახმად, იქ უნდა დაეკრძალათ, სადაც მისი ნეშტი ვერავინ იპოვიდა. მისი სურვილის შესასრულებლად, მონებმა და ჯარისკაცებმა ცხედარი უდაბნოს სიღრმეში შეიტანეს. იმისთვის, რომ მონებს სამარხის საიდუმლო არასოდეს გაემჟღავნებინათ, ჯარისკაცებმა ისინი დახოცეს. ხოლო ცხედრები, საერთო საფლავში ჩაყარეს. შემდეგ მათ, კვალის გასაქრობად, მთელი დღის მანძილზე, საფლავზე ცხენებით იჯირითეს. ხოლო, როდესაც ბანაკში დაბრუნდნენ, ისინიც მაშინვე დახოცეს...


image


მშენებლებმა, რომლებსაც ხენტიის პროვინციაში (მონღოლეთი), მდ. ონონის მახლობლად გზა გაჰყავდათ, დიდი ქვის ნაგებობა და საძმო საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ათობით ადამიანის ნეშტი იყო.

ადგილზე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი და არქეოლოგები გამოიძახეს, რომელმაც გაარკვია, რომ ეს ადგილი, მე-13 საუკუნის მონღოლური სამეფო სამარხი იყო. სამარხი, საუკუნეების მანძილზე, მდინარის ხეობაში იყო, ვიდრე XVIII საუკუნეში, ონონმა მიმართულება არ შეიცვალა.

აღმოჩენილი სამარხის კვლევაში ჩინელი მეცნიერებიც ჩაერთნენ და პეკინის უნივერსიტეტთან დაკავშირებულმა, ადგილობრივმა მეცნიერთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ნაგებობის თავზე, არსებული მრავალრიცხოვანი ჩონჩხები, სავარაუდოდ, იმ მონებს ეკუთვნით, რომლებმაც სამარხი ააშენეს და მოგვიანებით, ამ ადგილის გასაიდუმლოების მიზნით, ისინი დახოცეს. ხოლო, სამარხი ჩინგიზ-ყაენის იყო.

ადამიანების გარდა, სამარხში ასევე, 12 ცხენის ჩონჩხიც აღმოაჩინეს, რომელიც დიდ ყაენს საიქიო მოგზაურობაში გააყოლეს.

საკმაოდ უხეშ ქვის ნაგებობაში, სულ 68 ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათ შორის, 16 ქალის იყო. გარდა ამისა, აღმოჩენილია ოქროს და ვერცხლის არაერთი არტეფაქტი და ათასამდე ოქროს მონეტა.


image


რაც შეეხება სამარხში აღმოჩენილ ქალების ნეშტებს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალები ყაენის ცოლები და ხარჭები იყვნენ, რომლებიც მხედართმთავარს სამარეში ჩააყოლეს.

ერთ სამარხში აღმოჩენილი ამდენი ადამიანის და ცხოველის ნეშტი, ეჭვის საფუძველს აღარ იძლევა – ეს ნამდვილად ჩინგიზ-ყაენის საფლავია და არც იმის გამოცნობა წარმოადგენდა დიდ სირთულეს, თუ რომელი ჩონჩხი ეკუთვნის მონღოლებისთვის გამორჩეულ გმირს, ხოლო სხვებისთვის დიდ დამპყრობელს... სამარხის ცენტრში, მამაკაცის ნეშტი ნახეს, რომელზეც ოქროს მონეტები იყო მობნეული.
დეტალური ტესტების და ანალიზის ჩატარების შემდეგ, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ცენტრალური ჩონჩხი 60 – 75 წლის მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც XIII ს–ში ცხოვრობდა.

ასაკი, თარიღი, ადგილმდებარეობა და სამარხის სიმდიდრე, როგორც ჩანს, ადასტურებს, რომ საფლავი ნამდვილად ჩინგიზ-ყაენს არის. ხოლო, აქამდე იმიტომ ვერ იპოვეს, რომ უბრალო ქვის თაღი, რომელიც საუკუნეების მანძილზე, მდინარის ხეობაში იყო, უბრალოდ, ყურადღებას არ იქცევდა.


30 წლის მანძილზე, მონღოლთა ურდომ, ჩინგიზ-ყაენის ხელმძღვანელობით, მთელს აზიას გადაუარა, პლანეტის მოსახლეობის მეათედი ამოწყვიტა და ხმელეთის მეოთხედი დაიპყრო. მისი ზოგიერთი ქმედება, დღემდე, ყველაზე დიდ სისასტიკედ ითვლება კაცობრიობის ისტორიაში.


არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა ჩინგიზ-ყაენი


ინტერნეტში და ისტორიის სახელმძღვანელოებში მისი უამრავი ფოტოს ნახვა შეიძლება. მაგრამ, სინამდვილეში, უცნობია თუ როგორ გამოიყურებოდა ის ადამიანი. ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ ისტორიამ, ამხელა იმპერიის მმართველის სახე არ შემოინახა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ დიდი იმპერატორი არავის აძლევდა მისი დახატვის უფლებას. ამიტომ არ არსებობს არც სურათი, არც ქანდაკება და წარმოიდგინეთ, მისი გარეგნობის, ზუსტი სიტყვიერი აღწერილობაც არ არსებობს. გადმოცემით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მაღალი იყო, ჟღალი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრმა ადამიანმა სცადა მისი დახატვა, მეხსიერებით. ამიტომ არის, რომ მის გარეგნობაზე მხოლოდ დაახლოებითი წარმოდგენა გვაქვს.


მან თავი მოჰკვეთა ყველას, ვისი სიმაღლეც 90 სმ–ს აღემატებოდა



image


როდესაც ჩინგიზ-ყაენი 20 წლის გახდა, ის სათავეში ჯარს ჩაუდგა და იმ ტომის წინააღმდეგ სალაშქროდ წავიდა, რომელმაც მამამისი მოკლა. თათრების ჯარის დამარცხების შემდეგ, მან ადგილობრივი მოსახლეობის განადგურება, წარმოუდგენლად უჩვეულო გზით, დაიწყო: მონღოლები თითოეულ ადამიანს ეტლის გვერდით აყენებდნენ და მის სიმაღლეს, 90 სმ–იან ბორბლის ღერძს ადარებდნენ. ყველას, ვინც უფრო მაღალი იყო, თავს კვეთდნენ. ფაქტობრივად, მხოლოდ ბავშვები გადარჩნენ.


მის მსხვერპლთა ძვლების გროვა მთებში ერეოდათ


1211 წელს ჩინგიზ-ყაენმა მზერა ჩინეთს მიაპყრო და თავს ძინის იმპერიას დაესხა. ეს ერთი შეხედვით, უგუნური საქციელი იყო, რადგან იმპერიაში 53 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა, მონღოლების რიცხვი კი, მხოლოდ მილიონი იყო. 3 წელში მონღოლები იმპერიის დედაქალაქის კედლებს მიადგნენ, რომლის სიმაღლე 12 მ–ი, ხოლო გარშემოწერილობა – 29 კმ–ს აღემატებოდა. ვინაიდან ქალაქის აღება შეტევით შეუძლებელი იყო, მონღოლებმა მისი ალყაში მოქცევა და შიგნით მყოფთა შიმშილით ამოწყვეტა გადაწყვიტეს.

1215 წლის ზაფხულისთვის, ქალაქში კანიბალიზმი დაიწყო და ბოლოს და ბოლოს, ის დანებდა... მონღოლებმა გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი, მთლიანად ამოწყვიტეს მისი მოსახლეობა... რამდენიმე თვის შემდეგ, თვითმხილველები წერდნენ, რომ «მიცვალებულთა ძვლებისგან ნამდვილი თეთრი მთები წარმოიქმნა, ხოლო მიწა ადამიანის ქონით იყო გაპოხილი».


ჩინგიზ-ყაენმა მონღოლეთის დიდი იმპერია შექმნა


image


ჩინგიზ-ყაენის იმპერია ყველაზე დიდი უწყვეტი იმპერია იყო კაცობრიობის ისტორიაში. ის მთელი ხმელეთის 16, 11% მოიცავდა, ხოლო ფართობი 24 მლნ. კვ. კმ-ს შეადგენდა!

ის წყნარი ოკეანის სანაპიროდან აღმ. ევროპამდე იყო გადაჭიმული და სახელმწიფოთა ყველაზე დიდ გაერთიანებას წარმოადგენდა.


ჩინგიზ-ყაენი რელიგიურად ტოლერანტული იყო


სისასტიკის მიუხედავად, ჩინგიზ-ყაენი შემწყნარებელი იყო რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ის სწავლობდა ისლამს, ბუდიზმს, დაოსიზმს და ქრისტიანობას, ოცნებობდა ისეთთ იმპერიაზე, რომელშიც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არ იქნებოდა.


საკუთარ ქალიშვილებს მოკავშირეებზე ათხოვებდა

image


ჩინგიზ-ყაენისთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთ–ერთი გზა, მოკავშირე მმართველებზე საკუთარი ქალიშვილების მითხოვება იყო. მსგავსი ქორწინება, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი იყო იმ მმართველებისთვის: ჯერ ერთი, ყაენის ქალიშვილზე ქორწინების პრივილეგიისთვის, მას ყველა ცოლი უნდა გაეგდო, ჩინგიზ-ყაენის იმაში დასარწმუნებლად, რომ ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი შვილი ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იქნებოდა.

შემდეგ, მმართველებს, ჯარის სათავეში, საბრძოლველად გზავნიდნენ და პრაქტიკულად, ყველა მათგანი, პირველივე ბრძოლაში იღუპებოდა. ჩინგიზ-ყაენის გარდაცვალების მომენტისთვის, მისი ქალიშვილები ჩინეთის ყვითელი ზღვიდან – ირანის კასპიის ზღვამდე გადაჭიმულ ტერიტორიას მართავდნენ.


1 ადამიანის გამო, ჩინგიზ-ყაენმა 1, 7 მლნ. ადამიანი ამოწყვიტა


მისი ქალიშვილების ქორწინება, შესაძლოა, სტრატეგიული ალიანსი ყოფილიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქორწინება რომანტიკას იყო მოკლებული. ჩინგიზ-ყაენის ერთ–ერთ ქალიშვილს ძალიან უყვარდა საკუთარი მეუღლე თოჰუჩარი. თავად ჩინგიზ-ყაენი კი, სიძეს შვილივით ეპყრობოდა. როდესაც თოჰუჩარი ნიშაბურის მშვილდოსანმა მოკლა, მისმა ცოლმა შურისძიება მოითხოვა.

ჩინგიზ-ყაენის ჯარი თავს დაესხა ნიშაბურს, მონღოლებმა ყველა ამოწყვიტეს, ვინც გზად შემოხვდათ, მათ შორის ქალები, ბავშვები და ცხოველებიც კი. ზოგიერთი შეფასებით, საერთო ჯამში, 1 748 000 ადამიანი იყო მოკლული. ხოლო, მათი მოკვეთილი თავებით პირამიდა ააგეს – ესეც მისი ქალიშვილის თხოვნით.


ჩინგიზ-ყაენს ბევრი შვილი ჰყავდა


image


ახალი მიწების დაპყრობის შემდეგ, ჩინგიზ-ყაენის ბრძანებით, მამაკაცებს ხოცავდნენ, ხოლო ქალები მეომრების განკარგულებაში გადადიოდნენ. ის სილამაზის კონკურსებს აწყობდა ტყვედ აყვანილ ქალებს შორის, ყველაზე ლამაზი ქალის გამოსავლენად. გამარჯვებული მისი მრავალრიცხოვანი ჰარემის წევრი ხდებოდა, ხოლო დანარჩენები, როგორც როგორც აღვნიშნეთ, მეომრების ხელში გადადიოდნენ.

ჰარემის ყველა ქალი მას შვილს უჩენდა. იმპერატორი აზრით, დაპყრობილი ქვეყნების ტერიტორიებზე, მონღოლების გამრავლება, მისი იმპერიის სტაბილურობის გარანტია იქნებოდა.

რამდენი შვილი ჰყავდა? ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, აზიელი მამაკაცების, დაახლოებით 8 პროცენტს, Y-ქრომოსომაში მონღოლური გენი აქვს.


მონღოლეთში ჩინგიზ-ყაენი ეროვნული გმირია


image


იმის გამო, რომ მან მონღოლეთის დიდი იმპერია შექმნა და მონღოლური ტომები გააერთიანა, ჩინგიზ-ყაენი მონღოლებისთვის ეროვნული გმირია და მისი პორტრეტი ტუგრიკზე — მონღოლურ ვალუტაზე არის ასახული. დიდი წინაპრის სისასტიკის შესახებ კი, მონღოლებს არც საუბარი და არც მოსმენა უყვართ. მათთვის — ის ნამდვილი გმირია.


ეროვნება


ჩინგიზ-ყაენის ეროვნებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, მისი მონღოლური წარმომავლობაა. თუმცა, გადმოცემით, ის წითური იყო და მწვანე თვალები ჰქონდა – რაც აღნიშნული მოდგმის ხალხებისთვის დამახასიათებელი არ არის. ამიტომ, კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა, რომლის მიხედვით, ჩინგიზ-ყაენი უიღური ანუ არიელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მხოლოდ წარმომავლობით, რადგან ის მონღოლური ტრადიციებით იყო აღზრდილი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "მულენ რუჟის" კულისებში გადაღებული ფოტოები

* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...

* თმა შეიჭრეს და "გამოლამაზდნენ" (20 ფოტო)

* მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"


1
2186
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2186
  
2023, 20 იანვარი, 22:32
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1