x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
„ვანოს გუნდის ერთი ხელის მოსმით გაწირვა, მოღალატედ გამოცხადება, გამაოგნებელია" - ნიკა მელია
image


"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია "მთა­ვა­რი არ­ხი­დან" ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის წა­მოს­ვლის სა­კითხს და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არხსა და ჯა­ვა­ხიშ­ვილს შო­რის არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. მელია მთავარ არხს ამტყუნებს და ჯავახიშვილის გუნდის დაცვას ცდილობს, თავად ნიკა გვარამია კი პირიქით ვანოს ამტყუვნებს და არხის მენეჯმენტს აქებს, მაყურებელს კი მოუწოდებს მთავარზე ახალ შოუს დაელოდონ.

.

  • მე­ლია ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და შე­სა­ბა­მის პოსტს "ფე­ის­ბუქ­ში", ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.
"რაც არ უნდა მტკინ­ვე­უ­ლი იყოს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და მისი გუნ­დის წას­ვლა გინ­და მთა­ვა­რი არ­ხის­თვის, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბებს და გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ და გინ­დაც მისი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, ამ გუნ­დის ასე ერთი ხე­ლის მოს­მით გა­წირ­ვა, მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ცხა­დე­ბა, სა­ლან­ძღა­ვი ეპი­თე­ტე­ბით შემ­კო­ბა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იარ­ლი­ყე­ბის მიკვრა - რბი­ლად რომ ვთქვათ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია!


ნე­ბის­მი­ე­რი არხს, ბრენ­დს, კომ­პა­ნი­ას ქმნი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბენ- ბრენ­დის იდე­ა­სა და იდენ­ტო­ბა­ზე.მათ მად­ლო­ბას უნდა ვუხ­დი­დეთ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მი­სათ­ვის და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ­დეთ, რო­დე­საც საქ­მი­ა­ნო­ბის ერთი თავი იხუ­რე­ბა და ახა­ლი იწყე­ბა.

არა­და, თუ კარ­გად გა­ვი­აზ­რებთ, ტრა­გი­კუ­ლი არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა - გუნ­დმა ერთი კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხი­დან, მე­ო­რე, ასე­ვე კრი­ტი­კულ ტე­ლე­არხზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

ფი­გუ­რა­ლუ­რად, რომ ვთქვათ, ტე­ლე­ვარ­სკვლავ­მა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ცაზე უბ­რა­ლოდ ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა, მშრა­ლად რომ ვთქვათ - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლეს, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სის შე­უც­ვლე­ლად. სულ ესაა.

ჩემი მხარ­და­ჭე­რა - ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­სა და მის გუნდს", - წერს ნიკა მე­ლია.

,

  • ცნო­ბის­თვის, "ვა­ნოს შოუს" გუნ­დმა "მთა­ვა­რი არხი" და­ტო­ვა და ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში და­ი­წყებს. ამას "მთა­ვა­რი არ­ხის" მე­ნე­ჯმენ­ტის­გან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, "ვა­ნოს შოუს" გუნ­დი იყო ერ­თა­დერ­თი, არხზე შექ­მნილ ფი­ნან­სურ კრი­ზისს რომ ვერ გა­უძ­ლო და ამის გამო და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია.
ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბას თა­ვად ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მხრი­დან მწვა­ვე შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.მან "მთა­ვა­რი არ­ხის" გან­ცხა­დე­ბას "სრუ­ლი უხამ­სო­ბა და ბო­რო­ტე­ბა" უწო­და.

.

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0