x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
კოსმოსური ექსპერიმენტი პირდაპირ ეთერში: ნასა კაცობრიობის ისტორიაში პირველად დაეჯახება ასტეროიდს თანამგზავრით
image
კაცობრიობა ბოლო დროს უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. პირველი, მ
სოფლიოში COVID-19 (კორონავირუსის) პანდემია, რომელმაც 6 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემდეგ უკრაინის ომი, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ, მთელს მსოფლიოზე იმოქმედა. რუსეთის მიერ წამოწყებული სამხედრო მოქმედებების გამო მსოფლიო ეკონომიკა შეირყა და ზოგიერთ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო საკვების ნაკლებობის გამო. გასაკვირი არ არის, თუ მალე შეგვატყობინებენ, რომ ასტეროიდის მსგავსი კოსმოსური ობიექტი შესაძლოა დედამიწას დაეცეს. თუმცა, თუ ასეთი შესაძლებლობა მოულოდნელად გაჩნდება, ნასამ აცხადებს, რომ ამისათვის მზად უნდა იყვნენ.



ამისათვის მეცნიერები კაცობრიობის ისტორიაში პირველ კოსმოსურ ექსპერიმენტს ჩაატარებენ. ისინი შეეცდებიან დაეჯახონ ასტეროიდს თანამგზავრ DART-ის მეშვეობით, რომელიც გასულ წელს სპეციალურად ამ მისიისთვის იყო გაშვებული. ისინი ამას აკეთებენ იმისათვის, რომ შეცვალონ კოსმოსური სხეულის ფრენის გზა. მისიის სამიზნე ასტეროიდი დიმორფია, თავად შეჯახება კი 27 სექტემბერს არის დაგეგმილი.



image

„ეს ტესტი აჩვენებს, შეუძლია თუ არა თანამგზავრს შეცვალოს ასტეროიდის მოძრაობა ისე, რომ მისი გაზომვა შესაძლებელი იყოს მიწაზე არსებული ტელესკოპებით. DART-ი მოაწვდით კრიტიკულ მონაცემებს, რათა უკეთ მოემზადონ ასტეროიდთან შეჯახებისთის, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დედამიწას.“ - აცხადებს ნასა.



ასტეროიდი, რომელსაც თანამგზავრი DART -ი უნდა შეეჯახოს, მეცნიერთა აზრით, პლანეტიდან შორს არის და ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0