x
image
რუსუდან ნადირაშვილი
დედოფლისწყაროში მამაკაცი დანით დაჭრეს
image

ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ ზემო ქედში 60 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც 56 წლის დავით კვარაცხელიამ ადგილობრივი დაჭრა.


შემთხვევა ზემო ქედის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, მამაკაცი მანქანით წაყვანას ითხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი გულმკერდის არეში დანა დაარტყა.


დაშავებული გელა მაზიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. ცივი იარაღი ძვალმა შეაკავა.



„დამნაშავე ჩვენი სოფლის სიძეა, მაგრამ აქ ცხოვრობს. ბოლო დღეებში შარზე იყო, რამდენიმე ადამიანს ეკამათა. სულ დანით დადის. ახლაც ნასვამი ყოფილა, მაღაზიასთან დახვედრია და წაყვანა მოსთხოვა. გამყიდველს უთქვამს, არ წაიყვანო, შარზეა, რამე არ გავნოსო. მისი შვილიც ადამიანის დაჭრის გამოა პატიმრობაში, მანამდე 5 წელი ყაჩაღობაზე იჯდა - აცხადებენ ზემო ქედში.

.

წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავე პირი ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დააკავა. თუმცა, შს სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

0
48
1-ს არ მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0