x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“გაეცით დაპატიმრების ორდერი.....” - ვის დაპატიმრებას ითხოვს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელს ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრების თხოვნით მიმართა და მის წინააღმდეგ საერთაშორისო დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა. "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"დგება გადამწყვეტი ეტაპი ჩვენი მომავლისა და ქართული სახელმწიფოს განვითარებაში. ან მოვიცილებთ ოლიგარქიულ რეჟიმს, ან მომავალი იქნება გაურკვეველი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე.


ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ძალადობრივი რეჟიმი დღეს წარმოადგენს ქვეყანაში დემოკრატიის, სოციალური, ეკონომიკური პოლიტიკის პერსპექტივების მახრჩობელას, რომელმაც დაამყარა დიქტატურა, იყიდა სახელმწიფო, დაცალა ხალხისგან ქვეყანა, მიითვისა ეროვნული სიმდიდრე, ყველაფერ ამასთან ერთად იგი მოგვევლინა მოსკოვის მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომში, არა მარტო ტექნიკურად და სივრცობრივად, არა მარტო იმიტომ, რომ სააქართველო გადააქცია რუსული სანქცირებული პროდუქციის გასაღების არეალად, იარაღის, სტრატეგიული მასალების გადატანის კორიდორად, რაც მთავარია, მოგვევლინა კრემლის იდეოლოგად, მისი სახელმწიფო მანქანა კი ამტკიცებს დღე და ღამე, რომ თურმე უკრაინაში ომი გაუჩაღებია არა პუტინს, არამედ ევროპას და აშშ-ს.


მივმართავ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას, აშშ-ს, კანადასა და უკრაინას, გაეცით საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტ პუტინის ძირითად ბერკეტს ჩვენი კონტინენტის სამხრეთ რეგიონში.


უნივერსალური იურისდიქცია, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო დამნაშავეებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, გენოციდზე, აგრესიულ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას, მოქმედია ჟენევის კონვენციებით, რომის სისხლის სამართლით, გაერო-ს წესდებით, რუანდის, იუგოსლავიის ტრიბუნალებთ, ის აუცილებლად უნდა ამუშავდეს ოლიგარქ ივანიშვილზე, რომელიც უკვე სანქცირების საწყის სტადიაზე იმყოფება."- განაცხადა ნათელაშვილმა.




0
866
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
866