x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი.... დღეს ათმა კაცმა დამირეკა"- რა მიმართვას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი

image


"კულტურის პალატის" ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, 15 ოქტომბერს დაგეგმილ მაქსიმ გალკინის კონცერტის ორგანიზებასთან დაკავშირებით ქალაქში გავრცელებულ ხმებს სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით ეხმაურება და საჯაროდ აცხადებს, რომ მას ცნობილი რუსი შოუმენისა და სატირიკოსის თბილისში ჩამოყვანასთან საერთო არაფერი აქვს:


"დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი.


დღეს ერთი ათმა კაცმა დამირეკა. მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ.


ბნელიტა.


პირდაპირ ვამბობ, გალკინი საქართველოში მე არ ჩამომყავს და არც ძმანი და დანი მისნი, მიუხედავად ალლა პუგაჩოვასთან ჩემი მეგობრობისა, გალკინის ჩამოსვლა არ უკავშირდება დათო ოქიტაშვილის სახელს, არც პირდაპირ, არც ირიბად.


დაიხსომეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს ვინ როდის უნდა ჩამოიყვანოს ან არ ჩამოიყვანოს.


ასე რომ, კიდევ ერთხელ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში ბინძური პიარის ასაგორებლად და კიდევ ბევრჯერ ჩაგივარდებათ.


ასე გაააგრძელეთ.


"ვგიჯდები მე თქვენზე" – წერს დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს, უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად და მსოფლიო ტურის ფარგლებში თბილისს, ცნობილი რუსი შოუმენი და სატირიკოსი, მაქსიმ გალკინი ეწვევა. კომიკოსის კონცერტი სპორტის სასახლეში 19:00 საათზეა დაგეგმილი. საღამოდან შემოსული თანხა კი უკრაინიდან ჩამოსულ დევნილებს მოხმარდება.




0
253
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
253