x
image
ვაჟიკო
სტუდენტები აქციას თავდაცვის სამინისტროსთან გამართავენ

imageსტუდენტთა საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლაბორატორია 1918-იც დღეს, მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს. სტუდენტები ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას.
აქციის მონაწილეები დღის 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. 16:30 საათზე კი, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას.
თავდაცვის სამინისტროსთან აქცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აქციის მთავარი დევიზია "ძირს ტირანია - ძალაუფლება ხალხს“.
სტუდენტები ასევე ეთანხმებიან და ბოლომდე იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს: დაიწყოს გამოძიება ბაჩო ახალაიას, დათა ახალაიას, დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ; თანამდებობები დატოვონ იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა; წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიებისთვის დაინიშნოს საზოგადოებრივი პროკურორი და გამოძიების პროცესზე დაწესდეს საზოგადოებრივი კონტროლი; წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეები განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებმა; სახელმწიფომ უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია.”

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0