x
image
Yoona
მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ (ნაწილი მეორე)
სიმსივნე დნმ–ს დაზიანება და მისი გენეტიკური მუტაციაა. სიმსივნური ქსოვილი ნორმალურ ქსოვილებს და ორგანოებს აზიანებს. სიმსივნე კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი შეიძლება იყოს. ავთვისებიანი სიმსივნე სწრაფად იზრდება და მრავლდება. მეცნიერები სიმსივნეს დღემდე იკვლევენ და მის გაკონტროლებას ცდილობენ. მათ სიმსივნით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების 30%–ზე მეტის თავიდან აცილება შეძლეს.

image

მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ. პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ნაწილი მეორე:

1. დამარილებული ხორცი, თევზი და მწნილები


image

ამ პროდუქტების ქიმიურმა შემადგენლობამ შეიძლება დნმ დააზიანოს და კისრის და თავის სიმსივნე გამოიწვიოს.


2. დამუშავებული ხორცი: ძეხვი, ბეკონი, ლორი, სოსისი და ა.შ.

image

ხორცის დამუშავების გამო სიმსივნის განვითარების რისკი იქმნება. შებოლილი, დამარილებული ხორცი საზიანოა. ზოგადად, მეცნიერების მონაცემებით, ნებისმიერი წითელი ხორცის ჭარბი მოხმარება სიმსივნით დაავადების რისკს ზრდის.


3. აზბესტი

image

ამ მასალას წლების განმავლობაში იზოლაციისთვის იყენებდნენ, სანამ მეცნიერებმა არ დაამტკიცეს, რომ აზბესტის მტვრის ჩასუნთქვა ფილტვების სიმსივნეს იწვევს.


4. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

image

აქ ერთი მედლის ორი მხარეა: ერთი მხრივ, ასეთი აბები საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის, მეორე მხრივ საკვერცხეების და კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს ამცირებს.


5. ვირუსები

image

ზოგიერთი ვირუსი გენეტიკურ დონეზე ცვლილებებს იწვევს. აქედან სიმსივნის განვითარების რისკი მოდის.


6. ჭარბი წონა

image

ჭარბი წონა მკერდის, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, თირკმლის, პანკრეასის და საყლაპავის სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის.


7. ფორმალდეჰიდი

image

მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ფორმადელჰიდები ვირთხებში სიმსივნეს იწვევენ. ახლახანს დაამტკიცეს, რომ ასეთ ეფექტს ადამიანზეც ახდენს.


8. დაბინძურებული ჰაერი

image

სმოგი და მასში შემავალი ნაწილაკები შეიძლება ფილტვის, საყლაპავის და შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების მიზეზი გახდეს.


9. რადიაცია

image

ალბათ, უკვე იცით, რომ რადიაცია სიმსივნეს იწვევს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთი რენტგენით ორგანიზმი დაზიანდეს, მაგრამ მეცნიერები გაფრთხილებთ, რომ არ არსებობს რადიაციის დონე, რომელსაც შეიძლება უსაფრთხო ვუწოდოთ.


10. პლასტმასის ზოგიერთი სახეობა

image

პლასტმასიც შეიძლება სახიფათო იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბზარებიდან და ნაკაწრებიდან ქიმიკატებს ათავისუფლებს.

BPA (ბისფენოლი A) არის სინთეზური ესტროგენი, რომელიც სიმსივნის გამომწვევ პლასტმასის პროდუქტებში გვხვდება. ბევრ ქვეყანაში აკრძალულია კიდეც.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 9 მოულოდნელი რამ, რასაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია

2. ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

3. შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში

4. ეს პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენია, მისი მიღება შეწყვიტეთ!

5. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

6. ძლიერი ნაყენი-ანტიბიოტიკი, რომელიც ორგანიზმში ყველა ინფექციას კლავს. ამერიკელი ექიმის რეცეპტი



0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
230