x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ტვინგაღუნულო "ნაცებო" არ დაიღალეთ?" - რამ აღაშფოთა ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საგანგებო პოსტით მიმართავს და წერს:


"ვინ რას აკეთებს ზაფხულის ბოლო დღეს?


რუსეთი უკრაინას უტევს, ბაიდენის შვილი კვლავ შლეგობს და მამას კომპრომატებს უქვეყნებს, ილონ მასკი მორიგი მილიარდით მთვარეზე ათას ვარსკვლავიან სასტუმროს აპროექტებს,
ევროპა პლედებს იმარაგებს და გამყინვარებისთვის ემზადება, ამუდარია და სირდარია დაშრა, მე კი კვლავ
პროკურატურაში დავიარები და ნაცების შეტანილ საჩივარზე სტრასბურგში მეასედ ვცემ პასუხს შეკითხვაზე: იყო თუ არა ვანო მერაბიშვილი 2014 წელს საკნიდან გაყვანილი?
ხომ არ იცით მორიელი ვის ეტლს დაეჯახა?


P.S. არა, მე კი არ მეზარება ვამტკიცო, რომ სახელმწიფო ვერტიკალი მყარია და ვანოს გაყვანა-არგაყვანაზე (ცხადია ბოდვაზე) არ ჩამოიშლება, მაგრამ ტვინგაღუნულო "ნაცებო" არ დაიღალეთ?


ე ბიჭო, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და მოდუნდით.. სცხააამს" - ვკითხულობთ მოროშკინას ფეისბუქპოსტში.




0
868
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
868