x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინდუსი გოგონა ბიჭმა ცოცხლად დაწვა იმის გამო, რომ ისლამის მიღებაზე და ცოლად გაყოლაზე უარი უთხრა
image



ინდუსი თინეიჯერი გოგონა ცოცხლად დაწვა მუსლიმმა ახალგაზრდამ, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა გოგოს და ცოლად გაყოლას სთხოვდა, მან ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა გოგონას იმ დროს, როდესაც მას საკუთარ სახლში ეძინა.


19 წლის ანკიტა სინგხმა მძიმე დამწვრობა მიიღო, გოგონა ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა ქალაქ რანჩის საავადმყოფოში, (აღმოსავლეთ ჯარხანდის შტატი) მას შემდეგ რაც შაჰრუხ ჰუსეინმა მას ცეცხლი წაუკიდა.


მისმა სიკვდილმა პროტესტი გამოიწვია შტატში, როგორც ცნობილი გახდა შაჰრუხს, მუსულმანს, სავარაუდოდ სურდა „სასიყვარულო ჯიჰადის“ განხორციელება ანკიტაზე დაქორწინებით, რითაც აიძულებდა იგი ინდუიზმიდან ისლამზე გადასულიყო.



ანკიტას თავზარდაცემულმა მამამ, სანჯივ სინგხმა განაცხადა "შაჰრუხმა უთხრა: ცოლად გამომყევი, მიიღე ისლამი, თორემ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გაგიხდიო".


როდესაც ანკიტამ უარყო შაჰრუხის წინადადება, ის სავარაუდოდ ტელეფონით ადევნებდა თვალყურს რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო ცეცხლის წაკიდების წინა ღამეს დაემუქრა, რომ მოკლავდა, თუ არ შეხვდებოდა.

image


23 აგვისტოს, დილით ადრე, როცა ანკიტას ფანჯარასთან ეძინა, შაჰრუხმა მას ბენზინი გადაასხა და ანთებული ასანთი ესროლა. გოგონას სხეულის 45 პროცენტზე მძიმე დამწვრობა მიიღო და შედეგად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის კვირას, 28 აგვისტოს გარდაიცვალა, განუცხადა BBC Hindiის ექიმმა.


პოლიციამ დააკავა შაჰრუხი და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ მიაწოდა მკვლელს ბენზინი.


image


სანჯივმა დასძინა, რომ მისმა ქალიშვილმა, რომელსაც სურდა პოლიციელი გამხდარიყო, შაჰ რუხის თავიდან აცილების მიზნით დაიწყო სკოლის გაცდენა, მაგრამ ის მუდმივად ურეკავდა მობილურ ტელეფონზე.


ჯარხანდში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო იმის გამო, რომ შაჰრუხ ჰუსეინი თითქოს ცდილობდა „სასიყვარულო ჯიჰადის“ ჩადენას ანკიტას მიმართ, ანუ მიეღო ისლამი და შემდეგ ცოლად გაჰყოლოდა.


ტერმინს "სასიყვარულო-ჯიჰადი" იყენებენ რადიკალური ინდუისტური ჯგუფები მუსლიმი მამაკაცების დასადანაშაულებლად, რომელბიც ცდილობენ ინდუსი ქალების მუსულმანებად მოქცევას მათთან დაქორწინების მიზნით.


ანკიტამ პოლიციას საავადმყოფოს საწოლიდან ჩვენების მიცემა მოასწრო და უთხრა, რომ შაჰ რუხი მას მოკვლით დაემუქრა, თუ წინა დღეს არ შეხვდებოდა.

0
138
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0