x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 მოულოდნელი ობიექტი, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია

image


სიკვდილი ერთ-ერთი მოვლენათაგანია, რომლის პროგნოზირებაც თითქმის შეუძლებელია. ის შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერ მომენტში ესტუმროს, მაშინაც კი, თუკი ექსტრემალური სპორტით დაკავებულები არ ვართ, არ ვსვამთ, არ მეწევით, ყველაფერს სიფრთხილით ვეკიდებით და არც სისულელეებს ჩავდივართ, თუმცა ხშირად სიკვდილს ერთი შეხედვით, სრულიად უვნებელი ნივთები იწვევენ...




1. გოლფის ჯოხი


image


რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ გოლფი - საშიში სპორტის სახეობაა. მაგალითად, 1994 წელს ახალგაზრდა, ამერიკელმა გოლფის მოთამაშე ჯერემი ბრენომ ადგილობრივ შეჯიბრებაზე, წარუმატებელი თამაშის შემდეგ სიბრაზისგან მოქნეული გოლფის ჯოხი (ყვანჭი) იქვე მდგარ სკამს მოარტყა, რომელიც გატყდა და ინერციით მიმავალ სპორტსმენს პირდაპირ გულში მოხვდა, რამაც ის ადგილზე მოკლა, და ეს ერთადერთი შემთხვევა არ გახლავთ. 15 წლის რაფაელ ნარანხოს ყვანჭი პირდაპირ ყელში ჩარჩა. ამ სპორტსმენების გარდა მსგავსი ბედი კიდევ ორმა გაიზიარა.




2. ცხელი აბაზანა


image


წაკითხულის შემდეგ, დიდი ალბათობით, სანამ ცხელ აბაზანაში ჩახვალთ ორჯერ დაფიქრდებით. ადამიანები აბაზანაში გამუდმებით იღუპებიან. 1999-2003 წლებში მხოლოდ ამერიკაში აბაზანაში 1676 ადამიანი დაიღუპა. ადამიანების უმეტესობა როგორც წესი, აბაზანაში ალკოჰოლის მიღების შედეგად იხრჩობა.





3. შარფი


image


შარფი ლამაზი და კომფორტულია, თუმცა მას მოკვლაც კი შეუძლია. მართლია, ამასთან დაკავშირებით არანაირი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ 1927 წელს, მაგალითად, მოცეკვავე აისედორა დუნკანი საკუთარმა შარფმა დაახრჩო, რომელიც მანქანის საბურავის ქვეშ მოჰყვა. დილით აისედორამ დიდი წითელი შარფი ყელზე შემოიხვა და საავტომობილო გასეირნება გადაწყვიტა. კაბრიოლეტი დაიძრა, შემდეგ მყისიერად გაჩერდა, შარფის მეორე ბოლო ბორბალში გაეხვა და დუნკანს კისერი მოატეხა.




4. საწოლი


image


რა სასიამოვნოა რბილ თბილ საწოლში ძილი... თუ არ ფიქრობ, რომ მან შეიძლება მოგკლას. სტატისტიკის მიხედვით, უფრო დიდი შანსია საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად დაღუპვის, ვიდრე ტერორისტის ხელით სიკვდილის.





5. პარაცეტამოლი


image


პარაცეტამოლი აყუჩებს ტკივილს და ამცირებს ტემპერატურას, თუმცა იწვევს ღვიძლის დაზიანებას, გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში კი - სიკვდილს.





6. ესკალატორი


image



ყოველწლიურად ესკალატორთან დაკავშირებული ინციდენტების გამო დაახლოებით 30 ადამიანი იღუპება. 17 ათასი კი - მძიმე დაზიანებებს იღებს.




7. კბილის პასტა

image


პასტის საშუალებით ჩვენ ვიხეხავთ კბილებს, ვიზღვევთ თავს კარიესის წარმოქმნისგან და ვიშორებთ უსიამოვნო სუნს პირიდან, მაგრამ თუ მას არასწორად გამოვიყენებთ, მან შეიძლება მოგვკვლას კიდეც. ერთხელ, თვითმკვლელობის მცდელობის მიზნით, ქალმა დაახლოებით 200 მლ პასტა შეჭამა, რამაც ფტორით მოწამვლის შედეგად მისი სიკვდილი გამოიწვია.





8. მაგნიტი

image


ლამაზი მაგნიტები შესანიშნავი საშუალებაა მაცივრის გასაფორმებლად ან საყოფაცხოვრებო პირობებში გამოსაყენებლად, მაგრამ გადაყლაპვის შემთხვევაში მათ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ, ამიტომ განსაკუთრებით საშიშია მათი ბავშვებისთვის მიცემა. ნაწლავებში მოხვედრისას მაგნიტს შეუძლია დიდი შინაგანი დაზიანების გამოწვევა.





9. ყურსასმენები


image


ყურსასმენებში მთელი დღის განმავლობაში კომფორტულია საყვარელი მუსიკის მოსმენა, მაგრამ სამწუხაროდ, მათ თქვენი მოკვლაც კი შეუძლიათ. როგორ? ყველაზე ხშირად ეს მათ ემართებათ, ვინც ქუჩას ყურსასმენებით კვეთს და გამვლელ მანქანებს ყურადღებას არ აქცევს.




10. თოვლი


image


თოვლი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ თუ თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ, ვისაც მისგან სავალი ნაწილის წმენდა უწევს, ფრთხილად იყავით! თქვენ შეიძლება გული გაგიჩერდეთ.





11. ფლიპ-ფლოპები


image

ბევრს ზაფხულში კომფორტული ე.წ. "ფლიპ-ფლოპების" ტარება განსაკუთრებით უყვარს, თუმცა ნებისმიერი არასწორი მოძრაობა შეიძლება სიცოცხლის ფასი დაგიჯდეთ. მაგალითად, ერთ დღეს კაცმა ამერიკაში მდებარე გლეიშერის ეროვნული პარკის მონახულება გადაწყვიტა, თუმცა მისთვის ეს ვიზიტი საბედისწერო აღმოჩნდა. ამ სახეობის ფეხსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი მოულოდნელად წაბორძიკდა და 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა.





12. ქოლგა


image


ქოლგა არა მხოლოდ წვიმისგან, არამედ მზისგანაც ეფექტურად გვიცავს, თუმცა ის შესაძლოა ადამიანის სიცოცხლისთვის საბედისწეროდაც კი იქცეს. სამხრეთ კაროლინაში, 55 წლის ქალი მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ მას ძლიერი ქარის შედეგად, ჰაერში ქვიშიდან ატყორცნილი მზისგან დამცავი ქოლგა მკერდში მოხვდა. ქალს ქოლგის წვეტიანმა ღერძმა მკერდი დაუზიანა, რის შედეგადაც მის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.






0
275
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
275