x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ცნობადი სახეები და ყოფილი მეუღლე ფადი ასლის პასუხობენ - ფარულავა ბეგაშვილს აკრიტიკებს
image


ფადი ასლისა და შორენა ბეგაშვილის დაპირისპირებას ეხმაურებიან ცნობადი სახეები. შორენა ბეგაშვილის საპასუხო სტატუსის შემდეგ ფადი ასლის ყოფილი მეუღლე და სხვა სელებრითები გამოეხმაურნენ ფაქტს და საკუთარი მოსაზრებები ღიად გამოხატეს. აღმოჩნდა, რომ ია ფარულავა ექს მეუღლეს არ ამართლებს, თუმცა როგორც ჩანს ფარულავას შორენა ბეგაშვილის პასუხი გაუკვირდა და მიაჩნია, რომ პოპულარული სახე კრიტიკას საჯაროდ არ უნდა პასუხობდეს.

.

მსახიობი იუნა შაფათავა, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შესახებ ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და წერს:


.

“ღმერთო, Fady Asly est devenu un homme Georgien, ერთი მდიდარი უცხოელი გვყავდა, ფარულავას ყოფილი ქმარი და ისიც ქართველი კაცივით უტაქტო გახდა.. საქართველო უნდა შორენასავით ლამაზი, თვითონ კი ყოფილი ცოლისგან უტაქტობა გადაედო და ქართველობა დაეტყო… chelou restez comme vous etait toujours- un homme vrai, gentil, libanais.” - წერს იუნა შაფათავა.

.

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულვა ფადი ასლისა და შორენა ბეგაშვლს შორის დაწყებულ დაპირისპირებას პირად გვერდზე ეხმაურება და უფრო მეტად შორენა ბეგაშვილს აკრიტიკებს, ვიდრე ყოფილ მეუღლეს. ფარულავა მიიჩნევს, რომ ცნობადმა სახემ არ უნდა უპასუხოს არცერთ კრიტიკას. ის საკუთარ სტატუსში ბეგაშვილს აცრისკენ მოუწოდებს და წერს:

.

"წლების გამოცდილებამ ჩემს სფეროში ( ტვ. შოუ ბიზნესი ) მანახა რომ არასოდეს არ უნდა ვუპასუხო ვინმეს ცინიკურ ან შეურაცხმყოფელ განცხადებას. ცნობილი სახე ნიშნავს იყო აცრილი ქებაზე და ქოქოლაზე... აიცერით აიცერით გამოგადგებათ" - ვკითხულობთ ია ფარულავას პოსტში.

.

მსახიობ იუნა შაფათავას და, მედეა შაფათავა, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შესახებ ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს.


„როგორ შეიძლება არ შევეხმიანო, როგორც ქალი, ფადი ასლის სამარცხვინო პოსტს.


ცუდი ფოტოები გარდამავალ ასაკში ოხრად გვაქვს ყველას. და ვერ ვიტყვი, რომ იმ ფოტოზე თინეიჯერი შორენა მახინჯია. ჩვეულებრივი თინეიჯერია. ჯერ ისევ ჩამოუყალიბებელი და ბავშვური.


შორენაზე კი ორი სიტყვით დავწერ: დღეს ძალიან მოვლილი და ძალიან მიმზიდველი ქალია. ეს ხომ უდავოა. ყველას ვერ მოეწონები, მაგრამ ფაქტი ფაქტია.

.

მოგწონთ-არ მოგწონთ – გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ამ ადამიანმა დაუღალავი შრომით დაიმსახურა ეს სტატუსი.


საქართველოს ჭორებს გაუძლო და თავაწეულმა წინ იარო, ძალიან რთულია. რამდენი რამის გადატანა მოუწია, ჯერ ამით დაინტერესდეს ფადი და მერე ჯღაპნოს ღირსეული კაცისთვის უკადრებელი პოსტები (ღირსეულია კი?!)


რისი თქმა მსურს:


შორეულ 2006 წლის შემოდგომაზე იუნამ წამიყვანა მაშინდელი ფლეი ბოის ჟურნალის პრეზენტაციაზე. საჭირო ოთახში მაკიაჟს ვისწორებდი, როცა შემოვიდა ორი-სამი გოგო, ვინც პირველ თუ მეორე გამოცემაში გადაიღეს.


ერთ-ერთი იმდენად ლამაზი, იმდენად ნაზი და განსხვავებული იყო, უცნობს იქვე ვუთხარი, არ დარჩე საქართველოში, აუცილებლად წადი ჰოლივუდში. დღემდე მახსოვს მისი ნაზი სახე, უბრალო, სადა, თეთრი აბრეშუმის კაბა ეცვა. თხელი, სიფრიფანა და აი ძალიან სადა მაკიაჟიანი გოგო იყო. ანგელოზივით ლამაზი. არც ერთ სიტყვაში არ ვაჭარბებ. არანაირი ბოტოქსის და ფილერის ხსენება მაშინ არ არსებობდა და მაშინდელ დროში არც ამხელა თანხები იყო თბილისში.


უკვე მიხვდებით, ეს გოგონა იყო შორენა ბეგაშვილი. ტუალეტიდან რომ გამოვედი, ვიკითხე მისი სახელი და გვარი.


ეს ლამაზი გოგო დღეს ულამაზესი ქალია. დიახ, მოვლილია, დიახ, იყენებს თანამედროვე კოსმეტოლოგიის მიღწევებს, დიახ, უამრავი პროცედურა აქვს ჩატარებული და ორივე ხელით მხარს ვუჭერ. სულ მოწესრიგებულია და მუდამ ფორმაშია და გსიამოვნებს, როცა უყურებ. და გსიამოვნებს, რომ ქართველია.
ჩემს თვალში ფადი ასლი ამ გამოხტომით ერთი უსუსური, გამწარებული იმპოტენტია. უკაცრავად, მაგრამ სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს. ვერ მისწვდა შორენას და იკბინება. სხვა ახსნა მის ქცევას არ აქვს.


მისი ეს სამარცხვინო პოსტი იუნამ ჩამიგდო და არ შეიძლება მე, როგორც სამართლიან ადამიანს, ეს არ დამეწერა“, – წერს მედეა შაფათავა.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ მსახიობ შორენა ბეგაშვილის ფოტოები გამაქვეყენა და დაწერა: „ღმერთო, გთხოვ შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა!“

არ ყოფილა ჩემი მეგობარი, მაგრამ შორიდან, როგორც ლამაზ ქალს, მუდამ ვაკვირდები და მიხარია მისი სიძლიერე. ნამდვილად ძლიერი ქალია, უმაგრესი დედა და ადამიანი, რომელზეც თამამად შეგვიძლია თქმა, რომ self-made star-ია.

image


შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებით სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ღმერთს ქვეყნის შეცვლას ისევე სთხოვდა როგორც მან ბეგაშვილი შეცვალა.

.

თავად განცხადების ადრესატი, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ფადი ასლის მისი უტაქტო განცხადების გამო საჯაროდ პასუხობს და წერს რომ ჭორაობა არ უხდება. ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი ფადი ასლის ურჩევს ისევ ვიწრო წრეში განაგრძოს მასზე საუბარი.

,

შორენამ აღნიშნული პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გადმოაზიარა და დაწერა: ”ბოდიში პარიზული გამოთქმისთვის მაგრამ ეს ღლე ვინ არი??”

.

სთორიში კი მან ფადი ასლის განცხადების სტატიის სქრინი დადო და შემდეგი ტექსტით საჯაროდ უპასუხა:

.

„ვფიქრობ კაცს არ უხდება ქალზე ჭორაობა ბატონო ფადი ხო)) ისევ ვიწრო წრეში გააგრძელეთ ჩემზე ლაპარაკი როგორც ყოველთვის. ეს ზრდილობიანად და ისე, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი? მეტი საქმე არ გაქვს? “ - დაწერა ბეგაშვილმა.

,

მანამდე სოცუალური ქსელის მომხმარებლებიც უარყოფითად აფასებდნენ ფადი ასლის ამ უხერხულ ჟესტს და წერდნენ, რომ ფადიმ შორენა მასთან ურთიერთობაზე ვერ დაითანხმა და ამიტომ ცდილობს მის უხეშად მოხსენიებას.

.

შეგახსენებთ მსახიობ ია ფარულავას ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი გუშინ სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის ძველ და ახალ ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა:

.

"ღმერთო, გთხოვ შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა!", - წერს ფადი ასლი.

1
691
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
691
  
2022, 30 აგვისტო, 18:15
და რატო გდია ეს ვიღაცა ფადი ასლი ამდენი ხანი საქართველოში სახლი კარი ქვეყანა არ აქვს ამ პიტალოს.
0 1 1