x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
„ეს @ლე! რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი? არ გიხდება ჭორაობა“ - შორენა ბეგაშვილი ფადი ასლის პასუხობს
image


მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ფადი ასლის მისი უტაქტო განცხადების გამო საჯაროდ პასუხობს და წერს რომ ჭორაობა არ უხდება. ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი ფადი ასლის ურჩევს ისევ ვიწრო წრეში განაგრძოს მასზე საუბარი.

,

შორენამ აღნიშნული პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გადმოაზიარა და დაწერა: ”ბოდიში პარიზული გამოთქმისთვის მაგრამ ეს ღლე ვინ არი??”


.

სთორიში კი მან ფადი ასლის განცხადების სტატიის სქრინი დადო და შემდეგი ტექსტით საჯაროდ უპასუხა:

.

„ვფიქრობ კაცს არ უხდება ქალზე ჭორაობა ბატონო ფადი ხო)) ისევ ვიწრო წრეში გააგრძელეთ ჩემზე ლაპარაკი როგორც ყოველთვის. ეს ზრდილობიანად და ისე, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი? მეტი საქმე არ გაქვს? “ - დაწერა ბეგაშვილმა.

image

მანამდე სოცუალური ქსელის მომხმარებლებიც უარყოფითად აფასებდნენ ფადი ასლის ამ უხერხულ ჟესტს და წერდნენ, რომ ფადიმ შორენა მასთან ურთიერთობაზე ვერ დაითანხმა და ამიტომ ცდილობს მის უხეშად მოხსენიებას.

.

შეგახსენებთ მსახიობ ია ფარულავას ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი გუშინ სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის ძველ და ახალ ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა:

.

"ღმერთო, გთხოვ შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა!", - წერს ფადი ასლი.

.

image

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალურმა მდივანმა, ჯონ დენტონმა ფადი ასლი მის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ფადი ასლი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესმენია. რეგიონში მისი ბიზნესი 1990 წლიდან მოყოლებული ოპერირებს. ასლი “საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში“ და “ჩენელ ჯორჯია ქონსალთინგი“-ს თავმჯდომარე და სხვადასხვა მულტინაციონალურ ჯგუფების მრჩეველია.

.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატა 100-ზე მეტ ქვეყანაში 45 მილიონზე მეტი კომპანიისა და პალატის ინსტიტუციური წარმომადგენელია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ძირითადი მისიაა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობით ბიზნესის კეთება ყველასთვის, ყოველ დღე და ყველგან პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევით, რეგულირებისადმი გლობალური მიდგომებითა და დავების გადაწყვეტის სერვისებით. საერთაშორისო სავაჭრო პალატა გლობალურ დონეზე რეგულარულად უწევს კონსულტაციას G8-ს, G20-ს, მსოფლიო ბანკს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და გაეროს.

.

მსახიობი იუნა შაფათავა, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შესახებ ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და წერს:

.

“ღმერთო, Fady Asly est devenu un homme Georgien, ერთი მდიდარი უცხოელი გვყავდა, ფარულავას ყოფილი ქმარი და ისიც ქართველი კაცივით უტაქტო გახდა.. საქართველო უნდა შორენასავით ლამაზი, თვითონ კი ყოფილი ცოლისგან უტაქტობა გადაედო და ქართველობა დაეტყო… chelou restez comme vous etait toujours- un homme vrai, gentil, libanais.” - წერს იუნა შაფათავა.

1
1288
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1288
  
2022, 30 აგვისტო, 21:21
NUCUBA.GE - ქართული სოციალური ქსელი.
შემოგვუერთდი შენც, ეს შენი საიტია ❤️❤️❤️
❤️❤️❤️ NUCUBA.GE ❤️❤️❤️
0 1 1