ფეხბურთი "ტვ პირველის" სათაური ჩემთვის ცალსახად მიუღებელია, ტელევიზიის ლანძღვას ნუ დამიწყებთ" - ინგა გრიგოლია 2022, 29 აგვისტო, 14:12 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც ამჟამად "ტვ პირველის" წამყვანია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ მათი ტელევიზიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული "ქარდი", რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კატეგორიულად მიუღებელია და საზოგადოებას სთხოვს ტელევიზიის გამო ნუ გალანაძღავენ.
"ტვ პირველის" ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიაზე კი ასეთია: "ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შეძლო და თან ბონუსად აღნიშნულია, რომ "ფიორენტინასთან" 61-ე წუთზე შეცვალეს. ამ პოსტმა ხალხი გაღიზიანება გამოიწვია რასაც ინგა გრიგოლიას პასუხი მოჰყვა: "მე ძალიან ვგულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, ძალიან.. რაც ეწერა გუშინ "ტვ პირველის" ფბ -გვერდზე (სათაური), ჩემთვის ცალსახად მიუღებელია. გაბრაზებული ადამიანები მწერენ და მთხოვენ პასუხს. არაფერ შუაში ვარ, მაგრამ როგორც ამ ტელევიზიის თანამშრომელი, ძალიან შეწუხებული ვარ, გავბრაზდი, ვინერვიულე და ვიხდი ბოდიშს. ხვიჩას კი ვუსურვებ უდიდეს წარმატებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, მას უამრავი ექნება მომავალში... ბოდიში... ამ სტატუსის ქვეშ, ტელევიზიის ლანძღვა-გინებას ნუ დამიწყებთ. უამრავმა ადამიანმა ინერვიულა ამ სათაურის გამო "ტვ პირველში" წერს გრიგოლია. P.S ამჟამად გრიგოლიას პოსტი აღარ იძებნება, ან წაშალა, ან კიდე მიზნობრივი აუდიტორია შეცვალა 986 4-ს მოსწონს
|