x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
შერონ სტოუნმა ალექსანდრე ზაზარაშვილის ვიდეო მოიწონა და გააზიარა - "ეს რა დილა გათენდა!"
image

.

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც არაერთი ქართული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მორიგ სასიხარულო ამბავს გვიზიარებს. როგორ აღმოჩნდა, მისი ვიდეო, ჰოლივუდის პოპულარულმა ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა „ინსტაგრამ“ სთორიში დადო.

.


„ეს რა დილა გათენდა!! დილით მწერს უკრაინული „ვოისის“ მთავარი პროდიუსერი ამ უმაგრესი ამბით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა ჩემი ვიდეო გააზიარა!!! არ მჯერა! “, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.

.

უკრაინული საბავშვო მუსიკალური შოუს voice-ის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი, შოუს არსებობის ისტორიაში, მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ვაჟ მომღერლად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია The Voice Global - ის Youtube არხზე დევს. ალექსანდრე საუკეთესო ათეულის პირველ ადგილს იკავებს.


13 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული 2019 წელს გახდა.

,


image

,

შარშან ალექსანდრე ზაზარაშვილმა აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში ჩატარებულ „ნიჭიერში“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას 15 წლის ქართველი მომღერალი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

.

„უბედნიერესი ვარ!!! კონექტიკუტის „ნიჭიერში“ გავიმარჯვე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება!. უბედნიერესი ვარ, რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ, ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!!!“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი Facebook-ზე.

.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ის კონექტიკუტის შტატის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.

0
342
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0