x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რევოლუცია შარვლების გარეშე: როგორ ერთობოდნენ ჰიპები 60-იან წლებში

image


50 წელზე მეტი გავიდა 1969 წლის აგვისტოდან, როდესაც ნახევარი მილიონი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა, ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბეთელთან ახლოს ფერმერის მინდორში მთელი ამერიკიდან შეიკრიბა. ორგანიზატორებისთვის ამ ადგილის პოვნა მარტივი არ ყოფილა, მათ უარს ეუბნებოდნენ: იმ დროს ჰიპები ყოველგვარი მანკიერებისა და ინფექციის წყაროდ ითვლებოდნენ, მაღაზიებისა და კაფეების მფლობელები თავიანთი დაწესებულებების წინ შემდეგი შინაარსის აბრებს ჰკიდებნენ - "Hippies use back door" ("ჰიპებისთვის - უკანა კარიდან").


image


ფესტივალზე 50 000-ზე მეტ მაყურებელს არ ელოდნენ, თუმცა მის დაწყებამდე უკვე 100 000 ბილეთი იყო გაყიდული - სამივე დღეზე დასწრების უფლება 18 დოლარი ღირდა. პოლიციის შეფასებით, ფესტივალს ასევე 250 000 უბილეთო მსმენელიც ესწრებოდა. ისტორიაში პირველად როკ-ენ-როლმა ერთად ამდენი ადამიანი შეკრიბა. ვუდსტოკის ჭუჭყიანი მინდორი "ყვავილების რევოლუციის" განსახიერებად იქცა. ამერიკელმა რევოლუციონერმა და რადიკალურმა მემარცხენე აქტივისტმა ები ჰოფმანმა სწორედ იქ გამოაცხადა "ვუდსტოკის ერის დაბადების" შესახებ.


image


ის მართალი მხოლოდ იმ თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ 60-იანი წლების მემარცხენე ახალგაზრდობის თაობამ, მეოთხედი საუკუნის შემდეგ შეერთებული შტატების სახელისუფლებო რიგებში წამყვანი პოზიციები დაიკავა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი - ბილ კლინტონია. ვუდსტოკის მთელს ატრიბუტიკასა და სახელზე უფლება "Warner Brothers"-ს ეკუთვნის.


image


1969 წელს ჩარლზ მენსონმა ჰიპებისგან საკუთარი საზოგადოება "მენსონის ოჯახი" დაარსა, 1970 წელს კი "წითელი ბრიგადები" ჩამოყალიბდა. წარმოგიდგენთ 60-იანი წლების ბოლო პერიოდის რომანტიკულ - რევოლუციური მოგზაურობის დროინდელ ფოტოკადრებს, სანამ ყვავილების რევოლუცია სისხლისმღვრელ აურზაურად იქცეოდა.


image


ვუდსტოკი, 1969 წელი, როკის ფანი ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მოხატულ მანქანაში.


image


დიდი ბრიტანეთი, 1969 წლის აგვისტო, ჰიპები და როკის - ფანები სანაპიროზე, ფესტივალ "უიათ პოპ აილენდის" დროს.


image


ვუდსტოკი, 1969 წელი, ველური სკუნსი მეტისმეტად დაინტერესებულია, თუ როგორ სიზმრებს ხედავენ კონცერტის შემდეგ გადაღლილი "ყვავილების ბავშვები". 1969 წლის 1 ოქტომბერი.


image


ასობით ჰიპი ამერიკიდან ჰავაიზე შეიკრიბა, რათა ერთად დაესვენათ და მოელხინათ. ჰიპები ჩიოდნენ, რომ ადგილობრივებს ისინი გულზე დიდად არ ეხატებოდნენ.


image


როკის ფანი ჰაიდ - პარკში კონცერტის დროს მეგობარს სიგარეტს უზიარებს.


image


1969 წლის 1 აგვისტო, ვუდსტოკი, ფერადკანიანი ბიჭი კონცერტის მოლოდინში მოდუნებულ პოზაში ისვენებს.


image


1970: მოცეკვავე ჰიპები და სტუდენტები "უაით პოპ აილენდის" ფესტივალზე. დიდი ბრიტანეთი.

image


1969: ჰიპები სიცხეს ცენტრალურ პარკში ემალებიან.



image


1967 წლის 10 ივნისი, ამერიკელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე - ები ჰოფმანი (მარცხნივ) და ანიტა კუშნერი (მარჯვნივ) - ნეოამერიკელ ეკლესიის მსახურ, ლინა ჰაუსთან ერთად, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, საქორწინო ცერემონიის დროს. ნეოამერიკული ეკლესია "ელესდი"-ს ლეგალიზაციისთვის იბრძოდა.


image


ჰიპსტერი 60-იანი წლების ბოლოს, ფერადკანიანთა ვარცხნილობითა და ჰიპური ჩაცმულობით.


image


"Mystic Arts"-ის ჰიპების საოჯახო კომუნა. მამა რონი (ყოფილი პროგრამისტი) და დედა ნენსი (კემბრიჯის კურსდამთავრებული) თავიანთ შვილებს ძილის წინ ზრაპარას უკითხავენ.


image


ჰიპი, ვუდსტოკი, 1969 წლის აგვისტო.


image


ვუდსტოკი, საღებავებით მოხატული ლეგენდარული ჰიპების - ფურგონი


image


"Mystic Arts"-ის საოჯახო კომუნაში ჰიპების ჰიგიენური პროცედურა.


image



1969 წლის 31 აგვისტო, ადამიანთა მასა ბობ დილანის კონცერტზე "უაით პოპ აილენდის" ფესტივალის დროს, დიდი ბრიტანეთი.


image


მოცეკვავე გოგონა ფესტივალ "Magic Mountain Music"-ის დროს, რომელიც 1967 წლის ივნისის დასაწყისში, სან-ფრანცისკოს მახლობლად, ტამალპაისის მთაზე ჩატარადა. რატომღაც ფიქრობენ, რომ პირველი ამერიკული როკ - ფესტივალი "Monterey Pop Festival" იყო, თუმცა რეალურად ის მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გაიმართა.


image


1970. "ყვავილების ბავშვები" სხეულზე არსებულ თმიან საფარველს დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

image


1967 წლის ივნისი, ნიუ-იორკი. "Group Image" - ის კომუნის წევრები. მამა სამი წლის "მორბენალ ირემთან" თამაშობს, მისი მეუღლე კარენი კი "შუა დასავლეთში ყველაზე ფრიგიდული დიასახლისის" წოდებას ატარებდა, რომელიც საბოლოოდ, ჰიპების რელიგიის მიმდევარი გახდა.


image


სან ფრანცისკო, კალიფორნია, 1967 წლის 6 ოქტომბერი. 100-ზე მეტი მომიტინგე ცნობილ ჰეიტ - ეშბერის რაიონის ცენტრში რიტუალს - "ჰიპებს სიკვდილი" აღავლენს.


image


ჰიპი ქუჩაში ძილის აკრძალვას აპროტესტებს.


image


დიდი ბრიტანეთი, 1969 წლის აგვისტო, სანაპიროზე, "უაით პოპ აილედის" ფესტივალის დროს.




0
193
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
193