x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
"დრო გავიდა და მინდა გითხრათ, რომ..."- რას წერს ნიკა ქავთარაძე

image


შოუმენი ნიკა ქავთარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს თუ როგორ აღარ აქვთ დღესდღეობით ადამიანებს მოტივაცია და განვითარების სურვილი, გარშემო დიდწილად უიმედო სიტუაციის გამო:


"ამ თემაზე სულ ვფიქრობ ხოლმე. ახლა კი თქვენც გაგიზიარებთ. ბოლო 17 წელი ( მანამდეც, მცირე ზომით), ვაკვირდებოდი ადამიანებს და თუ რამე საინტერესოს დავიჭერდი მათში, ეგრევე შანსს ვაძლევდი, საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინათ. ასე მყავს ათობით ადამიანი დასაქმებული და გზაზე დაყენებული.


მათი 80-90% ძალიან წარმატებულია სხვადასხვა მიმართულებით. იცით რატომ? იმიტომ, რომ თითოეული მათგანი ხვდებოდა შანსის მნიშვნელობას. ყველაფერს აკეთებდნენ თავის გამისაჩენად, განვითარებისთვის და წარმატებისთვის.


დრო გავიდა და მინდა გითხრათ, რომ რეგრესი გვაქვს - ადამიანებმა ფეხებზე დაიკიდეს მიცემული შანსის გამოყენება. ქვეყანაში, სადაც სამსახურის შოვნა და მერე შენარჩუნება არც ისე ადვილია, მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც სამსახურს ძალიან ზედაპირულად უყურებენ. უმარტივესად იღებენ სრულიად გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს. არანაირი პასუხისმგებლობა. თან ზუსტად რომ ვიცი, მათთვის ეს შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


არანაირი ინიციატივა და არანაირი მოტივაცია, განვითარდნენ და გახდნენ შეუცვლელნი. შეიძლება იდეალური სამუშაო გარემო არ აქვთ, ან მათთვის ყველაზე საყვარელი საქმის კეთება არ უწევთ, მაგრამ ეს ხომ ალბათ წინასწარაც იცოდნენ, როცა დამკვეთს შეუთანხმდნენ. ვერ ვხვდები, საიდან აქვთ ამხელა თავდაჯერებულობა, რის იმედად იკიდებენ საქმეს. სიმართლე გითხრათ, ახლა ძალიან კარგ გარემოში და ხალხში მიწევს მუშაობა, მაგრამ გარშემო სიტუაცია დიდწილად უიმედოა.


მე მაინც ვაგრძელებ ნიჭიერი ხალხის ძიება-აღმოჩენას. თუმცა ბევრად ეჭვიანი გავხდი, ვიდრე წლების წინ ნუ გაანიავებთ შანსებს, რომელსაც ცხოვრება გაძლევთ. ნუ დაიკავებთ სხვის ადგილს, თუ ეს ადგილი თქვენთვის უინტერესოა, რადგან ის სხვა ყველაფერს გაიღებდა ამ შანსისთვის. ნუ დაუკარგავთ თქვენს პროფესიულ სიტყვას ძალას. უამრავი საქმეა გასაკეთებელი ამ ქვეყანაში.

უამრავი ადამიანისთვის იმედია გასაჩენი, მაგალითებია მისაცემი. და დხვა თუ არაფერი, მინიმუმ ის მაინც შეგიძლიათ, რომ თქვენი საქმის კარგად კეთებით დამოუკიდებლები იყოთ და თავისუფლებაც ნაკლებად გეზღუდებოდეთ."- წერს ნიკა ქავთარაძე.

0
456
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
456