x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნაცისტების 5 ყველაზე წარმოუდგენელი და გიჟური იდეა

image


ადოლფ ჰიტლერი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრული მმართველი იყო გერმანიის ისტორიაში, რომლის პარტიის მთელი იდეოლოგიაც არიული რასის ყველა სხვა დანარჩენზე დომინირების თეორიას ეფუძნებოდა. ნაცისტებთან ერთად მან ქვეყანაში მთელი რიგი წესები დაადგინა, რომელიც რიგითი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური და სრულიად გაუგებარი იყო. გთავაზობთ ყველაზე უცნაური იდეების ხუთეულს, რომლის განხორცილებასაც "მესამე რაიხში" ცდილობდნენ.


image



1. პროექტი "ლებენსბორნი"


image


"რასობრივად სუფთა" გერმანელებს მოუწოდებდნენ, რაც შეიძლება მეტი ქალი გაენაყოფიერებინათ


უკვე აღვნიშნეთ, რომ გერმანელები თავიანთ თავს სხვებზე მაღლა აყენებდენ, ამიტომ სპეციალური სადისტურ-ევგენური პროგრამა შემუშავდა, რომელიც ისტორიაში "სიცოცხლის წყაროს" სახელით არის ცნობილი, "ლებენსბორნი" მშობლებისთვის შვილების ჩამორთმევას და მათ სპეციალურ დაწესებულებებში მკაცრ აღზრდას ითვალისწინებდა, რათა ისინი ნამდვილ არიელებად აღზრდილიყვნენ. მკაცრ დიეტას ისინი ძლიერები უნდ გაეხადა, ულტრაიისფერ გამოსხივებას კი ქერებად ექცია. 1935 წელს დაარსებული "ლებენსბორნის" ორგანიზაცია მოწოდებული იყო მომავალი მსოფლიოსთვის ქერა და ცისფერთვალება მომავლის უზრუნველსაყოფად.


image


ბავშვებს ულტრაიისფერი გამოსხივებით ასხივებდნენ, რათა ისინი ქერები გამხდარიყვნენ




2. მეთვლყურეობა ტელევიზიის საშუალებით


image


უზარმაზარ ტელეეკრანებზე შთამაგონებელი კადრების ჩვენებას გეგმავდნენ


ჰიტლერი ნაცისტური პროპაგანდის გასავრცელებლად მთელ გერმანიაში ეკრანების დამონტაჟებას და ახალ ამბებში ნაცისტური პროპაგანდის ტრანსლირებას გეგმავდა. ხალხმრავალ ადგილებში დამონტაჟებულ ეკრანებზე რეჟიმის მოღალატეთა სიკვდილით დასჯა უნდა ყოფილიყო ნაჩვენები. უფრო პატარა ეკრანები კი ბინებში უნდა დამონტაჟებულიყო. იოზეფ გებელსი დარწმუნებული იყო, რომ ძალაუფლების დემონსტრირება მაყურებელში პატრიოტულ გრძნობებს გააღვივებდა, რაც მათ მასების კონტროლში დაეხმარებოდა.




3. თავის ტკივილის გამომწვევი სიგარეტი


image


შოკოლადის ბომბი


ჯაშუშებისთვის სპეციალური სიგარეტი იქნა დამზადებული, რომელიც ძლიერ თავის ტკივილს იწვევდა, რის შემდეგაც თანამოსაუბრეს ყალბ ასპირინს სთავაზობდნენ, რომელიც შხამით იყო სავსე, ასევე იყო ჯიბის სარკეები, მოწამლული შოკოლადი და სხვა. ჯაშუშებს, რა თქმა უნდა, თან ჰქონდათ ჩვეულებრივი სიგარეტი და ასპირინი, თუკი მათი უვნებლობის დადასტურება გახდებოდა საჭირო.




4. ასაფეთქებელი კანფეტები ჩერჩილისთვის


image


სერ უინსტონ ჩერჩილის მოკვლას კანფეტებით გეგმავდნენ



გერმანიის მოკავშირე მტერს, ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრს უინსტონ ჩერჩილს ტკბილეული უყვარდა, და ეს როგორღაც გერმანელი ჯაშუშებისთვისაც გახდა ცნობილი. მათ მისთვის სპეციალურად შოკოლადის ფილები ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაამზადეს, რათა ოთახი, რომელშიც ჩერჩილი იმყოფებოდა აეფეთქებინათ, თუმცა დივერსანტებს გეგმა ჩაუვარდათ.




5. წმინდა გრაალის თასი


image


წმინდა გრაალი - ეს ლეგენდაა


გერმანელებს სურდათ მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინათ რომ იესო - არიული რასიდან იყო და წმინდა გრაალს აქტიურად სწორედ ამიტომაც ეძებდნენ, თასი გერმანიას ასევე ომის მოსაგებადაც სჭირდებოდა.





0
552
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
552